ბიოლოგიის 36- ე საერთაშორისო ოლიმპიადისთვის შესარჩევი ტურები გაიმართა
3 და 4 მაისს, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ადმინისტრირებით გაიმართა 2025 წლის ბიოლოგიის 36-ე საერთაშორისო ოლიმპიადისთვის (IBO 2025) საქართველოს ნაკრები გუნდის შესარჩევი პირველი და მეორე ტური, რომლებშიც 20-მდე მოსწავლე მონაწილეობდა. საერთაშორისო ოლიმპიადა 20-27 ივლისს ქალაქ კესონ -სიტიში (ფილიპინები) ჩატარდება.