ბიოლოგიის 37- ე საერთაშორისო ოლიმპიადისთვის შესარჩევი ტურები გაიმართა
25 და 26 აპრილს, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ადმინისტრირებით გაიმართა 2026 წლის ბიოლოგიის 37-ე საერთაშორისო ოლიმპიადისთვის (IBO 2026) საქართველოს ნაკრები გუნდის შესარჩევი პირველი და მეორე ტური, რომლებშიც 20-მდე მოსწავლე მონაწილეობდა. საერთაშორისო ოლიმპიადა 12-19 ივლისს, ქალაქ ვილნიუსი - ლიეტუვაში ჩატარდება.