შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ბიოლოგიის რიგით 32-ე საერთაშორისო ოლიმპიადა დაიწყო

ბიოლოგიის (IBO 2021)  რიგით 32-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზ ექართველი მოსწავლეები იასპარეზებენ. წელს ოლიმპიადა პორტუგალიაში გაიმართება და მასში მონაწილეობას მსოფლიოს 80-მდე ქვეყნის მოსწავლე მიიღებს, თუმცა მსოფლიოში შექმნილი პანდემიური ვითარების გამო, ქართველი მოსწავლეებისთვის ოლიმპიადის თეორიული და პრაქტიკული ტურები დისტანციურად გაიმართება.

საქართველოს ეროვნული ნაკრები წელს ეროვნული ოლიმპიადის მესამე ტურში გადასული მოსწავლეებით დაკომპლექტდა. მათ დამატებითი ორი შესარჩევი ტური გაიარეს, ნაკრებისა და რეზერვის შემადგენლობა კი, ორივე ტურში დაგროვილი ქულების ჯამის მიხედვით განისაზღვრა.

შესარჩევი ტურები 19 ივლისს, თბილისის დროით 09.00 საათზე დაიწყო და 21 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. აღნიშნულ ტურებს ქართველი მოსწავლეები, თსუ, უნივერსიტეტის

XI-ე  (ბიოლოგების) კორპუსიდან დაესწრებიან, სადაც საგამოცდო ოთახი, IBO-2021-ის საორგანიზაციო კომიტეტის მოთხოვნების შესაბამისად მოეწყო და კომპიუტერული ტექნიკითა და სამეთვალყურეო კამერებით აღიჭურვა. გარდა ამისა, მაქსიმალურად დაცულია პანდემიის საწინააღმდეგო ყველა მოთხოვნა.

მიუხედავად იმისა, რომ ოლიმპიადა დისტანციურად ტარდება, ექსპერიმენტული ტურის ყველა იმ აქტივობას მოიცავს, როგორიცა აჟიურის სხდომები, კენჭისყრა, ამოცანების განხილვა, დამტკიცება და თარგმნა.

ბიოლოგიის საერთაშორისო ოლიმპიადაში (IBO) საქართველო 2011 წლიდან მონაწილეობს. საერთაშორისო სასწავლო  ოლიმპიადები გამოირჩევიან მასშტაბურობით და ხანგრძლივი გამოცდილებით.  მათი მიზანია  აღნიშნულ დისციპლინებში მოსწავლეების ცოდნის  და უნარ-ჩვევების ამაღლება-დახვეწა. ოლიმპიადის შედეგები IBO-ს ოფიციალურ ვებგვერდზე დაიდება.