შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ბიოლოგიის რიგით 33-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე ქართველმა მოსწავლეებმა იასპარეზეს

ბიოლოგიის (IBO 2022)  რიგით 33-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე ქართველმა მოსწავლეებმა იასპარეზეს. წელს ოლიმპიადა ერევანში (სომხეთი) გაიმართა და მასში მონაწილეობა მსოფლიოს 80-მდე ქვეყნის მოსწავლემ მიიღო.

საქართველოს ეროვნული ნაკრები წელს ეროვნული ოლიმპიადის მესამე ტურში გადასული მოსწავლეებით დაკომპლექტდა. მათ დამატებითი ორი შესარჩევი ტური გაიარეს, ნაკრებისა და რეზერვის შემადგენლობა კი, ორივე ტურში დაგროვილი ქულების ჯამის მიხედვით განისაზღვრა.

ბიოლოგიის საერთაშორისო ოლიმპიადაში (IBO) საქართველო 2011 წლიდან მონაწილეობს. საერთაშორისო სასწავლო  ოლიმპიადები გამოირჩევიან მასშტაბურობით და ხანგრძლივი გამოცდილებით.  მათი მიზანია  აღნიშნულ დისციპლინებში მოსწავლეების ცოდნის  და უნარ-ჩვევების ამაღლება-დახვეწა.