ბიოლოგიის რიგით 34-ე საერთაშორისო ოლიმპიადა დაიწყო
ბიოლოგიის ( IBO 2023) რიგით 34-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე ქართველი მოსწავლეები იასპარეზებენ. წელს ოლიმპიადა ალ-აინში, არაბთა გაერთიანებულ საამიროში გაიმართება .
საქართველოს ეროვნული ნაკრები წელს ეროვნული ოლიმპიადის მესამე ტურში გადასული მოსწავლეებით დაკომპლექტდა. მათ დამატებითი ორი შესარჩევი ტური გაიარეს, ნაკრებისა და რეზერვის შემადგენლობა კი, ორივე ტურში დაგროვილი ქულების ჯამის მიხედვით განისაზღვრა.
შესარჩევი ტურები 3 ივლისს დაიწყო და 11 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.
საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადები გამოირჩევიან მასშტაბურობით და ხანგრძლივი გამოცდილებით. მათი მიზანია აღნიშნულ დისციპლინებში მოსწავლეების ცოდნის და უნარ-ჩვევების ამაღლება-დახვეწა.