შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

2021 წლის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების კონკურსის მონაწილეთა საყურადღებოდ!

2021 წლის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების კონკურსზე სულ დარეგისტრირდა 223 საპროექტო განაცხადი. ფონდის კანცელარიაში, ვადების დაცვით (12/04/2021, 18:00 სთ.) „განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ“ შემოიტანა 215-მა განმცხადებელმა. ხოლო აღნიშნული ვადის გასვლის შემდგომ, 29 აპრილს, ფონდის კანცელარიაში 3 პროექტისათვის, შიფრებით PHDF-21-4641, PHDF-21-7692, PHDF-21-7685 შემოვიდა „განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ“. დადგენილი ვადის ამოწურვის გამო, ტექნიკური ექსპერტიზის სამუშაო ჯგუფმა აღნიშნული პროექტები დატოვა განხილვის გარეშე.

კონკურსზე წარმოდგენილმა პროექტებმა გაიარა ტექნიკური ექსპერტიზა და შეფასების ეტაპზე გადავიდა 203 პროექტი.

იხილეთ 2021 წლის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი პროექტების მოხსნის შესახებ ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება N75.