დისტანციური ლექცია „9 აპრილი-ბრძოლა თავისუფლებისთვის“
9აპრილს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის პროექტის „ონლაინ საჯარო ლექციების“ ფარგლებში გაიმართა ლექცია „ 9 აპრილი-ბრძოლა თავისუფლებისთვის“. შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი, პროფესორი ჯაბა სამუშია ფონდის გრანტიორებს, მოსწავლეებს, პედაგოგებს ესაუბრა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მნიშვნელოვან ეტაპებზე, 1989 წლის 9 აპრილსა და 1991 წლის 9 აპრილს განვითარებული პროცესებზე, ისტორიულ თარიღებზე, რომლების ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის სიმბოლოდ იქცნენ; შეხვედრის დასასრულს უპასუხა მონაწილეების კითხვებს.