შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

დისტანციური ლექცია „მეორე მსოფლიო ომი და საქართველო”

 

8 მაისს, მეორე მსოფლიო ომის დასრულების, ნაციზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტიორებისთვის,  პედაგოგებისთვის ისტორიის დოქტორმა, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა  თემურ პაპასქირმა, რუსთაველის  სამეცნიერო ფონდის  პროექტის  „ონლაინ საჯარო ლექციების“   ფარგლებში   ჩაატარა  ლექცია  „მეორე მსოფლიო ომი და საქართველო”.  პროექტის შესახებ ისაუბრეს რუსთაველის ფონდის გენერალურმა დირექტორმა ზვიად გაბისონიამ და გენერალური დირექტორის მოადგილე  ჯაბა სამუშიამ.

 პროფესორმა  თემურ პაპასქირმა  ყურადღება გაამახვილა   მეორე მსოფლიო ომსა  და მასში საქართველოს მონაწილეობასთან დაკავშირებულ  მნიშვნელოვან საკითხებზე,  ნაცისტური და კომუნისტური რეჟიმების მიერ ჩადენილ არაერთ დანაშაულზე,  ისტორიული მოვლენების ფონზე იმ ქართველების  ბედზე,  რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის არმიაში, მათ შორის გერმანიის სამხედრო ნაწილებში  იბრძოდნენ, მეორე მსოფლიო  ომის დემოგრაფიულ, სოციალურ-ეკონომიკურ შედეგებზე  ჩვენი ქვეყნისთვის. აღინიშნა, რომ საქართველომ უდიდესი დანაკარგი გაიღო კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ  ომში.  თემურ პაპასქირმა დასასრულს უპასუხა   შეხვედრის მონაწილეების კითხვებს.