შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

დისტანციური შეხვედრები მეცნიერებთან - კვლევების შეფასების კრიტერიუმები

 

24  სექტემბერს,   შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა  დირექტორმა  ჯაბა სამუშიამ,   სამუშაო ონლაინ შეხვედრები   გამართა   საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლებთან, მეცნიერ-თანამშრომლებთან, აკადემიურ პერსონალთან. შეხვედრაზე  რუსთაველის  სამეცნიერო ფონდის სახელმწიფო  საგრანტო კონკურსებში სამეცნიერო პროექტების შეფასების კრიტერიუმების დახვეწა- გაუმჯობესებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.   გამოითქვა მნიშვნელოვანი მოსაზრებები.   

შეხვედრების მიზანია  მეცნიერთა აზრის გათვალისწინებით, საბოლოო დოკუმენტის შემუშავება, ცვლილებების შეტანა სამეცნიერი კვლევების ხარისხისა და ეფექტიანობის ამაღლება.

მსგავსი შეხვედრები გაგრძელდება  მომდევნო დღეებში და მასში მონაწილეობას მიიღებს 200 -მდე ქართველი მეცნიერი.