დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების 2018 წლის კონკურსში მონაწილეობის მსურველთა საყურადღებოდ!
2018 წლის 12 ივნისს, სამშაბათს, 16:00 საათზე საკონფერენციო დარბაზში (მ. ალექსიძის N 1) გაიმართება ჯგუფური კონსულტაცია დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების 2018 წლის კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის. შეხვედრაზე დაინტერესებულ პირებს კოორდინატორები გააცნობენ კონკურსის პირობებს და უპასუხებენ მათ შეკითხვებს.
კონსულტაციაზე დასწრების მსურველებმა, გთხოვთ წინასწარ გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე.