EaP Plus გრანტი საშუამავლო ღონისძიებებსა და მოსამზადებელ შეხვედრებში ქართველი მეცნიერების მონაწილეობისთვის
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი მონაწილეობს ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის (Horizon 2020) ფარგლებში დაფინანსებულ საგრანტო პროექტის „EaP Plus” შესრულებაში. პროექტის ერთ-ერთი ამოცანის ფარგლებში, გათვალისწინებულია საქართველოს მეცნიერთა მხარდაჭერა ევროკავშირის ქვეყნებში ე.წ. „საშუამავლო ღონისძიებებში“ და Horizon2020-სთვის განკუთვნილი საპროექტო განაცხადების მოსამზადებელ შეხვედრებში მონაწილეობის თვალსაზრისით.
გრანტი გაიცემა ორ რაუნდად. პირველ რაუნდში განიხილებიან კანდიდატები, რომლებიც 2017 წლის 17 სექტემბრამდე აპირებენ ღონისძიებაში მონაწილეობას. საშუამავლო ღონისძიებებსა და მოსამზადებელ შეხვედრებში მონაწილეობა თებერვლიდანვეა შესაძლებელი.
შევსებული საგანაცხადო ფორმა და შესაბამისი დოკუმენტები უნდა გამოიგზავნოს ელექტრონულად შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: grdzelishvili@rustaveli.org.ge
წარმოსადგენია შემდეგი დოკუმენტები:
- შევსებული საგანაცხადო ფორმა (ინგლისურ ენაზე) და ბიოგრაფიული მონაცემები
- ინგლისური ენის მინიმუმ საშუალო დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ან/და ჟურნალებში გამოქვეყნებული 2 ინგლისურენოვანი სტატიის დასკანერებული ვერსია;
იხილეთ EaP Plus გრანტთან დაკავშირებული დოკუმენტები”
- საგანაცხადო ფორმა
- საგანაცხადო ფორმა მოსამზადებელ შეხვედრებში მონაწილეობისთვის
- განაცხადის შემოტანის წესები
- საშუამავლო ღონისძიების შემდგომი ანგარიში
- მოსამზადებელ შეხვედრის შემდგომი ანგარიში
- მოსამზადებელ შეხვედრებში მონაწილეობის ინტერესის განაცხადი
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 30 ივნისი, 2017
მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 1000 ევროს. წინამდებარე საგრანტო სქემის წესების შესაბამისად, დაიფარება მივლინებასთან დაკავშირებული მგზავრობის (ავიაბილეთი), სასტუმროსა და ვიზის ხარჯი. მივლინებასთან დაკავშირებული მგზავრობის (ავიაბილეთი), სასტუმროს და ვიზის ხარჯი პირველ ეტაპზე უნდა გაიღოს გრანტის მიმღებმა ან მისმა ორგანიზაციამ. ამასთან, გაწეული ხარჯი ანაზღაურდება RCISD-ს მიერ, მივლინებული პირის ღონისძიებაში მონაწილეობის შემდეგ (ინვოისის საფუძველზე, საბანკო გადარიცხვის მეშვეობით).
ინფორმაცია გრანტთან დაკავშირებით იხილეთ შემდეგ ვებ-გვერდზე: https://www.eap-plus.eu/object/news/39
დამატებითი კითხვებისთვის შეგიძლიათ მიმართოთ საერთაშორისო ურთიერთობებისა და ფონდების მოზიდვის სამსახურის სპეციალისტს, ირაკლი გრძელიშვილს.
(ტელ.:2 200 220; ელ. ფოსტა: grdzelishvili@rustaveli.org.ge)