შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ERC National Contact Point შეხვედრა

ქ. ბრუსელში 2017 წლის 29-30 ნოემბერს გაიმართა ევროპული კვლევების საბჭოს (European Research Council – ERC) ეროვნული საკონტაქტო პირების შეხვედრა. შოთა რუსთაველის საქართველოს  ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი მანანა მიქაბერიძე, ფონდის დირექტორის მოადგილე ნინო გაჩეჩილაძე და ფონდის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი მარიამ ქებურია   ERC საკონტაქტო პირები არიან საქართველოში. 

29-30 ნოემბრის შეხვედრაში მონაწილეობდა 27 ქვეყნის, მათ შორის: ავსტრიის, ბელგიის, ბულგარეთის, ჩეხეთის, გერმანიის, სლოვენიის, სლოვაკეთის, დანიის, ესპანეთის, ფინეთის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, უნგრეთის, ისრაელის, იტალიის, ლატვიის, ლიტვის, ესტონეთის, ნორვეგიის, პოლონეთის, პორტუგალიის, თურქეთის, უკრაინის, იტალიის, ლუქსემბურგის, რუმინეთის და საქართველოს წარმომადგენლები. შეხვედრაში საქართველოს მხრიდან მონაწილეობას იღებდა  ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილე ნინო გაჩეჩილაძე.

ეროვნული საკონტაქტო პირების შეხვედრაზე განხილული იყო ERC კონკურსების სქემები, მათი ადმინისტრირების პროცედურები, ERC საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხები, ERC სამეცნიერო საბჭოს ანალიზი, სამეცნიერო მონაცემებზე ღია წვდომის (Open Access, Open Research Data) საკითხები, კვლევის ეთიკის სიახლეები და ჰორიზონტ 2020 დაფინანსების სქემებში ERC ჩართულობა.