შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ERC Starting grant 2018 - განაცხადების მიღება დასრულდა

2017 წლის 17 ოქტომბერს  ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) საგრანტო კონკურსისათვის Starting Grant, განაცხადების მიღება დასრულდა.  

 

გასულ წელთან შედარებით, წლევანდელ კონკურსზე წარდგენილი განაცხადების რაოდენობა 3 %-ით გაიზარდა. საკონკურსოდ ჯამში დარეგისტრირდა 3170 საპროექტო წინადადება.

პროექტების უმრავლესობა ფიზიკური მეცნიერებისა და ინჟინერიის მიმართულებიდანაა (1345 - ანუ 42 %).სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებებზე  915 განაცხადი დარეგისტრირდა (29 %),  ხოლოსიცოცხლის შემსწავლელ  მეცნიერებებზე კი -  910 განაცხადი (29 %).

ასევე ყურადსაღებია სტატისტიკა გენდერულ ჭრილში - ქალი კონკურსანტების რაოდენობა თანაბარია შარშანდელი მონაცემისა (დაახლოებით 37 %).

ევროპული კვლევების საბჭო შეუდგა საპროექტო წინადადებების შეფასების პროცესს. დასაფინანსებლად შერჩეული პროექტები გამოვლინდება 2018 წლის ზაფხულში.

აქვე შეგიძლიათ გაეცნოთ საგრანტო კონკურსის შემფასებელი პანელის წევრებს მიმართულებების მიხედვით.