შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ერთობლივი საჯარო ლექცია ფუნდამენტური კვლევების დღევანდელი გამოწვევები

24 სექტემბერს,  მეცნიერების და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში, ივანე  ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  პირველი კორპუსის, 107-ე აუდიტორიაში, ჩატარდა -ფიზიკის მეცნიერებათა დოქტორის, CERN CMS ექსპერიმენტის ხელმძღვანელისა და რუსთაველის ფონდის საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭოს წევრის ტიციანო კამპორესისა და  მაღალი ენერგიების ამაჩქარებლის კვლევითი ორგანიზაცია  KEK (იაპონია), ნაწილაკებისა და ატომების შემსწავლელი ინსტიტუტის სრული პროფესორის, ასევე რუსთაველის ფონდის საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭოს წევრის სატოში მიჰარაერთობლივი საჯარო ლექცია.

ტიციანო კამპორესმა ისაუბრა ფუნდამენტური კვლევების დღევანდელ გამოწვევებსა და ამაჩქარებელზე დაფუძნებული ექპერიმენტის როლზე მათთან მიმართებაში The challenges of fundamental research today and what the accelerator based experiment can do to address them", ხოლო სატოში მიჰარას მოხსენება ეხებოდა ფუნდამენტური კვლევების დღევანდელ გამოწვევებს; შესაძლებელია თუ არა ელემენტარული ნაწილაკების გაზომვით ბუნების საიდუმლოებების ამოხსნა,''The challenges of fundamental research today; can precision measurement of elementary particles unlock the secrets of nature?"

ლექცია ინტერაქტიულად, დამსწრე აუდიტორიის აქტიური ჩართულობით წარიმართა.