შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ესპანეთის საქმეთა რწმუნებულის ვიზიტი რუსთაველის სამეცნიერო ფონდში

 

22 ივლისს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა, ჯაბა სამუშიამ და ფონდის წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს საქართველოში ესპანეთის სამეფოს წარმომადგენლობის საქმეთა რწმუნებულთან, ხორხე ლუსინი სერანოსთან.
✔შეხვედრაზე ფონდის დირექტორმა ისაუბრა ფონდის საქმიანობისა და პრიორიტეტული სამეცნიერო მიმართულების შესახებ. მან გამოთქვა სურვილი ესპანეთის სამეცნიერო ფონდებთან კავშირების დამყარებასა და ყველა სამეცნიერო მიმართულებით ბილატერალური პროგრამების შემუშავების თაობაზე.
✔ესპანეთის საქმეთა რწმუნებული დაინტერესდა ქართულ მხარესთან თანაშრომლობით და ესპანეთში მოქმედ სამეცნიერო ორგანიზაციებთან კავშირების დასამყარებლად შუამდგომლობის მზაობა გამოთქვა.
✔მხარეები ასევე შეთანხმდნენ ევროკავშირის პროგრამების მიმართულებით ურთიერთთანამშრომლობაზე.