შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

მეცნიერების მენეჯმენტის სკოლის და „ჰორიზონტი ევროპის“ ეროვნული ოფისის ორგანიზებით, ჩატარდა ინტერაქტიული ტრენინგი

2022 წლის 19-20 აპრილს მეცნიერების მენეჯმენტის სკოლის და „ჰორიზონტი ევროპის“ ეროვნული ოფისის ორგანიზებით, ჩატარდა ინტერაქტიული ტრენინგი საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტების საგრანტო ოფისების კოორდინატორებისთვის.
ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს ქართველმა და უცხოელმა ექსპერტებმა. ტრენინგი აქტიური დისკურსის რეჟიმში მიმდინარეობდა. განხილულ იქნა „ჰორიზონტი ევროპის“ ჩარჩო პროგრამაში არსებული დაფინანსებების სქემები. აღნიშნულ შეხვედრაზე დაიგეგემა მომავალი აქტივობები, რომელიც განხორციელდება მეცნიერების მენეჯმენტის სკოლისა და „ჰორიზონტი ევროპის“ ეროვნული ოფისის მიერ საუნივერსიტეტო საგრანტო ოფისებთან ერთად.
მეცნიერების მენეჯმენტის სკოლა არის განათლების სამინისტროს, რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის და „ჰორიზონტი ევროპის“ ეროვნული ოფისის პროექტი, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს სამეცნიერო საქმიანობის ინტერნაციონალიზაციას და საქართველოს მეცნიერთა ინტეგრაციას ევროპულ სამეცნიერო სივრცეში.
სკოლა უზრუნველყოფს ეფექტურ კოორდინირებულ ურთიერთობას ევროკავშირის სამეცნიერო პოლიტიკის პრიორიტეტებსა და არსებულ პროგრამულ აქტივობებს შორის, ხელს უწყობს ქართველ მეცნიერებსა და მკვლევრებს სათანადო უნარ-ჩვევების გამომუშავებაში, რათა მათი პროექტები თუ საერთაშორისო კონსორციუმებში ჩართულობა იყოს კონკურენტუნარიანი და წარმატებული.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორმა ჯაბა სამუშიამ, განათლების, მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ზაზა მარუაშვილმა და ევროკავშირის „ტვინინგის“ (TWINNING) პროგრამის რეზიდენტმა მრჩეველმა ინეს გავარანიმ.