შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციების ჩარჩო პროგრამა „ჰორიზონტი ევროპა“-ში მონაწილეობისათვის, საპროექტო განაცხადების მომზადების ტრენინგი

მიმდინარე წლის 15 მარტს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციების ჩარჩო პროგრამაში „ჰორიზონტი ევროპა" მონაწილეობისათვის საპროექტო განაცხადების მომზადების ტრენინგი. ტრენინგის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა რუსთაველის ფონდის გენერალურმა დირექტორმა ჯაბა სამუშიამ. ტრენინგს უძღვებოდა ევროკავშირის მხრიდან მოწვეული ექსპერტი მატიას ვიურტი.

ღონისძიება გაიმართა ევროკავშირის „TWINNING პროექტის - ინტერსექტორული თანამშრომლობის პერსპექტივების ხელშეწყობა მეცნიერებასა და ბიზნესს შორის“  მესამე კომპონენტის ფარგლებში, რომელიც გულისხმობს ფონდის ინსტიტუციური შესაძლებლობების გაზრდას საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართულებით. ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული ჰორიზონტი ევროპის ოფისების წარმომადგენლებმა და რუსთაველის ფონდის თანამშრომლებმა. ღონისძიება გაიმართა ჰიბრიდულ ფორმატში და ასევე ესწრებოდნენ უნივერსიტეტების წარმომადგენლები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან.