„ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა „ჰორიზონტი 2020“-ში საქართველოს მეცნიერთა მონაწილეობის ხელშეწყობის 2018 წლის საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველთა საყურადღებოდ!
2018 წლის 20 აპრილს, პარასკევს 16:00 საათზე შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკონფერენციო დარბაზში, გაიმართება ჯგუფური კონსულტაცია ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა „ჰორიზონტი 2020“-ში საქართველოს მეცნიერთა მონაწილეობის ხელშეწყობის 2018 წლის საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის. შეხვედრაზე დაინტერესებულ პირებს კოორდინატორები გააცნობენ კონკურსის პირობებს და უპასუხებენ მათ შეკითხვებს.
შეხვედრაზე დასასწრებად, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია მოცემული ბმულის მეშვეობით.