შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ევროკავშირსა და საქართველოს შორის კვლევისა და ინოვაციის მიმართულებით თანამშრომლობის ხელშეწყობა: საინფორმაციო დღე ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა „ჰორიზონტი ევროპა“-ს შესახებ

 

ევროკომისია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით მიმდინარე წლის 28 მაისს 13.00-17:00 სთ. (თბილისის დროით) გამართავს  Horizon Europe საინფორმაციო დღეს.

ღონისძიება გაიმართება ვირტუალურად და მიზნად ისახავს საქართველოს წარმატებული მონაწილეობის ხელშეწყობას ევროკავშირის ჩარჩო პროგრამა Horizon Europe-ში.

საინფორმაციო დღის მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას Horizon Europe-ის სტრუქტურისა და საგრანტო კონკურსებში მონაწილეობის შესახებ. ცალკეული სესიების დროს წარმოდგენილი იქნება Horizon Europe-ის სხვადასხვა მიმართულებების შესახებ ინფორმაცია. მონაწილეებს მიეცემათ კითხვების დასმის შესაძლებლობა თითოეული სესიის განმავლობაში.

რეგისტრაციის გასავლელად იხ: https://horizoneuropegeorgia.service-facility.eu/ 

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 25 მაისი

 

დეტალური ინფორმაციისათვის გთხოვთ ეწვიოთ ვებ-გვერდს.

შეხვედრის დღის წესრიგი (ქართულ ენაზე)