შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ევროკომისიის მიერ ორგანიზებული „კოორდინატორების დღე“ ბრიუსელში

2017 წლის პირველ მარტს, ბრიუსელში, ევროკომისია ჩაატარებს „კოორდინატორების დღეს“ წარმატებული საპროექტო წინადადებების კოორდინატორებისთვის. ღონისძიების მიზანი საგრანტო შეთანხმებების მომზადებასა და ხელმოწერასთან დაკავშირებული დეტალების ახსნაა. „კოორდინატორების დღე“, უმეტესწილად, გამიზნულია იმ საპროექტო წინადადებების კოორდინატორებისთვის, რომლებიც მოწვეულნი იყვნენ საგრანტო შეთანხმების მოსამზადებლად. მიუხედავად ამისა, სხვა მონაწილეებსაც შეუძლიათ ღონისძიებაზე დასწრება.

„კოორდინადორთა დღეზე“ რეგისტრაცია და ღონისძიების დღის განრიგის ხილვა შესაძლებელია შემდეგი ვებ-გვერდიდან: https://ec.europa.eu/digital-single-market/events/cf/coordinators-day-grant-agreement-preparation/register.cfm.

ღონისძიებასთან დაკავშირებული სიახლეები განთავსებული იქნება მონაწილეთა პორტალზე: http://ec.europa.eu/research/participants/portal/desktop/en/support/about.html