შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ევროკომისიის პოლიტიკის მხარდამჭერი ინსტრუმენტი: Specific Support to Georgia

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ევროკომიისადმი მიმართვის საფუძველზე და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით, 2017 წლის 4-7 დეკემბერს ევროკომისიის სპეციალური მხარდამჭერი ინსტრუმენტის, Policy Support Facility-ს ფარგლებში გაიმართა საერთაშორისო ექსპერტების პირველი ვიზიტი საქართველოში.

სპეციალური მხარდაჭერის ინსტრუმენტი საქართველოსთვის ხორციელდება 2017 წლის ოქტომბრიდან 2018 წლის მაისამდე და  გულისხმობს დამოუკიდებელი, მაღალი რანგის საერთაშორისო ექსპერტების მხრიდან რეკომენდაციების შემუშავებას საქართველოს მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების (STI) სისტემის გაძლიერების მიზნით.

ექსპერტთა პანელს თავმჯდომარეობდა მაიკლ შლიხტი, (გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტროს ეროვნული და საერთაშორისო სამეცნიერო პოლიტიკისა და უმაღლესი განათლების სისტემის ტრანსფორმაციის ყოფილი დირექტორი). მაიკლ შლიხტი 2012 წლიდან კვლევის, ტექნოლოგიური განვითარებისა და ინოვაციის (RTDI)  ფარგლებში ევროკავშირის ექსპერტთა  შეფასების (peer review) თანაავტორია ყაზახეთში, საქართველოსა და უკრაინაში. ექპერტთა პანელის შემადგენლობაში არიან აგრეთვე ექსპერტები ავსტრიიდან, პოლონეთიდან, ჩეხეთის რესპუბლიკიდან, ბულგარეთიდან/გაერთიანებული სამეფოდან და ჰოლანდიიდან (იხილეთ დანართი).

პირველი ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის წარმომადგენლებთან. გარდა ამისა,  საქართველოში კვლევის, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარების კუთხით არსებული მდგომარების შესწავლისა და შემდგომი შეფასების მიზნით, 4-7 დეკემბერს გაიმართა სხვადასხვა შეხვედრა სახელმწიფო და კერძო კვლევითი უნივერსიტეტების, კვლევითი ცენტრებისა და სააგენტოების წარმომადგენლებთან. ექსპერტთა პანელი, ასევე, შეხვდა საბანკო და ბიზნეს სექტორისა და საქართველოში საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

მისიის დასრულების შემდეგ, საერთაშორისო ექსპერტთა პანელის მიერ საქართველოს ოფიციალურ უწყებებსა და პირებს წარედგინებათ ექსპერტების მიერ  შედგენილი შესაბამისი რეკომენდაციები.

Policy Support Facility-ის ფარგლებში, საერთაშორისო ექსპერტების მეორე ვიზიტი დაგეგმილია 2018 წლის თებერვალში.