ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) ახალი ვიცე-პრეზიდენტები და სამეცნიერო საბჭოს წევრები
ევროკომისიამ ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) სამეცნიერო საბჭოს ოთხი ახალი წევრი აირჩია: Prof. Paola Bovolenta, Prof. Eveline Crone, Prof. Andrzej Jajszczyk და Prof. Giulio Superti-Furga.
ამავდროულად, ERC-ის სამეცნიერო საბჭოს მიერ 2016 წელს არჩეული ორი ახალი ვიცე-პრეზიდენტი Prof. Éva Kondorosi და Prof. Martin Stokhof შეუდგნენ უფლებამოსილების განხორციელებას.
ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) სამეცნიერო საბჭო 22 გამორჩეული მეცნიერისაგან შედგება და წარმოადგენს ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) მმართველ ორგანოს. სამეცნიერო საბჭოს ძირითადი როლი არის ERC-ის სტრატეგიის განვითარება და ევროპული კვლევების საბჭოში წარდგენილი განაცხადების შემფსებელი ექსპერტების შერჩევა.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებიად ეწვიეთ ვებ-გვერდს.