შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) საგრანტო კონკურსის Proof of Concept Grant შედეგები

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) საგრანტო კონკურსის - Proof of Concept Grant შედეგების შესახებ.

Proof of Concept Grant  არის ევროპული კვლევების საბჭოს  საგრანტო დაფინანსების სქემა, რომელიც ღიაა მხოლოდ ERC -ის გრანტის მფლობელებისათვის. კონკურსის ფარგლებში, მეცნიერები ახდენენ ERC-ის მიერ  უკვე მხარდაჭერილი კვლევითი პროექტების   შედეგების კომერციული ან ინოვაციური პოტენციალის შესწავლას.

Proof of Concept Grant ცხადდება წელიწადში სამჯერ. მეცნიერს განაცხადის წარდგენა შეუძლია წელიწადში მხოლოდ ერთ-ერთ საკონკურსო რაუნდზე. კონკურსის პირველ რაუნდზე წარდგენილი იყო 141 განაცხადი, საიდანაც დაფინანსება მიიღო 44 მეცნიერმა. 

იხილეთ დასაფინანსებლად გამოვლენილი მეცნიერების ჩამონათვალი. 

დასაფინანსებლად შერჩეული პროექტები მოიცავს საკითხთა მრავალფეროვან სპექტრს, როგორიცაა,  მაგალითად, ნეირო-ტექნოლოგიურ მოწყობილობების განვითარებას, პროგრამული უზრუნველყოფა კლიმატური მოვლენების სწრაფი და უკეთესი პროგნოზირებისთვის, ვაქცინის ახალი სტრატეგიის შემუშავება ისეთ ვირუსებთან გამკლავების მიზნით, როგორიცაა Ebola, dengue და Zika.

ERC  Proof of Concept Grant-ის 2016 წლის ბიუჯეტი ჯამში შეადგენს 20 მილიონ ევროს.

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ევროპული კვლევების საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდს:

ERC-ის ვებგვერდი