შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ფილმის „მრავალფეროვანი სიბრძნე“ ონლაინ პრეზენტაცია

11 დეკემბერს გაიმართა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2018 წლის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტის „ქართულ-ბიზანტიური ტიხროვანი მინანქრის მინერალოგიურ თავისებურებათა კვლევა ინოვაციური მეთოდებით“  ფარგლებში შექმნილი ფილმის  „მრავალფეროვანი სიბრძნე“  ონლაინ პრეზენტაცია.  პროექტის ავტორი - ერმინე მაღრაძე.  კომპლექსური კვლევები განხორციელდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის   სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის თანამედროვე აპარატურით აღჭურვილ კვლევით ლაბორატორიაში. პრეზენტაცია შედგა საქართველოს ეროვნული მუზეუმის ორგანიზებით.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერის,  ერმინე მაღრაძის მიერ პროექტით დაგეგმილი კვლევები ითვალისწინებდა ეროვნული მუზეუმის საგანძურებში დაცული უნიკალური ძეგლების შესწავლას. კერძოდ, შეძლებისდაგვარად, აღდგენილიყო და მკაფიოდ წარმოჩენილიყო უძველესი ქართულ-ბიზანტიური ტიხროვანი მინანქრისათვის საჭირო ფერადი, დეკორატიული მინის შექმნისა და განვითარების ისტორიული სურათი.კვლევით მიღებული შედეგების საფუძველზე გამოვლინდა სხვადასხვა ტექნიკური საშუალება, მცენარეული და მინერალური მასალა, რომლებსაც, სავარაუდოდ, იყენებდნენ უძველეს ქართულ საოქრომჭედლო სახელოსნოებში.