შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ფიზიკის 51-ე (IPHO 2021) და ქიმიის 53-ე (ICHO 2021) საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადისთის შესარჩევი ტურები

22-23 მაისს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, 317-ე  და 318-ე აუდიტორიაში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ადმინისტრირებით გაიმართა  2021 წლის  ფიზიკის 51-ე და ქიმიის 53-ე საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადისთის შესარჩევი ტურები, რომლებშიც 40 -მდე მოსწავლე მონაწილეობდა. ფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადა 17-25 ივლისს ,ხოლო ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადა 25 ივლისი - 2 აგვისტო დისტანციურ რეჟიმში ჩატარდება.