შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ფიზიკის 53- ე საერთაშორისო ოლიმპიადისთვის შესარჩევი ტურები გაიმართა

 

29 და 30 აპრილს, რუსთაველის ფონდის საკონფერენციო დარბაზში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ადმინისტრირებით გაიმართა  2023 წლის ფიზიკის 53-ე საერთაშორისო ოლიმპიადისთვის (IPHO 2023) საქართველოს ნაკრები გუნდის შესარჩევი პირველი და მეორე ტური, რომლებშიც 15 მოსწავლე მონაწილეობდა. საერთაშორისო ოლიმპიადა 10-17 ივლისს ჩატარდება.