ფიზიკის 55- ე საერთაშორისო ოლიმპიადისთვის შესარჩევი ტურები გაიმართა
30 აპრილს და 1 მაისს, რუსთაველის ფონდის საკონფერენციო დარბაზში, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ადმინისტრირებით გაიმართა ფიზიკის 55 - ე საერთაშორისო ოლიმპიადისთვის (IPHO 2025) საქართველოს ნაკრები გუნდის შესარჩევი პირველი და მეორე ტური, რომლებშიც 16 - მდე მოსწავლე მონაწილეობდა. 2025 წლის ფიზიკის 55-ე საერთაშორისო ოლიმპიადა 17-26 ივლისს , ქალაქ პარიზში, საფრანგეთის რესპუბლიკაში ჩატარდება.