ფიზიკის 56- ე საერთაშორისო ოლიმპიადისთვის შესარჩევი ტურები გაიმართა
14 და 15 აპრილს, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ადმინისტრირებით გაიმართა ფიზიკის 56 - ე საერთაშორისო ოლიმპიადისთვის (IPHO 2026) საქართველოს ნაკრები გუნდის შესარჩევი პირველი და მეორე ტური, რომლებშიც 20 - მდე მოსწავლე მონაწილეობდა. 2026 წლის ფიზიკის 56-ე საერთაშორისო ოლიმპიადა 4-12 ივლისს, ქალაქი ბუკარამანგა- კოლუმბიაში ჩატარდება.