შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
EN

ფიზიკის რიგით 51-ე საერთაშორისო ოლიმპიადა დაიწყო

ფიზიკის (IPHO 2021) რიგით 51-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე ქართველი მოსწავლეები იასპარეზებენ. წელს ოლიმპიადა ვილნიუსში გაიმართება. მსოფლიოში შექმნილი პანდემიური ვითარების გამო, ქართველი მოსწავლეებისთვის ოლიმპიადის  ტურები დისტანციურად გაიმართება.

საქართველოს ეროვნული ნაკრები წელს ეროვნული ოლიმპიადის მესამე ტურში გადასული მოსწავლეებით დაკომპლექტდა. მათ დამატებითი ორი შესარჩევი ტური გაიარეს, ნაკრებისა და რეზერვის შემადგენლობა კი, ორივე ტურში დაგროვილი ქულების ჯამის მიხედვით განისაზღვრა.

შესარჩევი ტურები 19 ივლისს, თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყო და 21 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. აღნიშნულ ტურებს ქართველი მოსწავლეები, თსუ-ს პირველი  კორპუსიდან დაესწრებიან, სადაც საგამოცდო ოთახი, IPHO-2021-ის საორგანიზაციო კომიტეტის მოთხოვნების შესაბამისად მოეწყო და კომპიუტერული ტექნიკითა და სამეთვალყურეო კამერებით აღიჭურვა. გარდა ამისა, მაქსიმალურად დაცულია პანდემიის საწინააღმდეგო ყველა მოთხოვნა.

საერთაშორისო სასწავლო  ოლიმპიადები გამოირჩევიან მასშტაბურობით და ხანგრძლივი გამოცდილებით.  მათი მიზანია   აღნიშნულ დისციპლინებში მოსწავლეების ცოდნის  და უნარ-ჩვევების ამაღლება-დახვეწა.