შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ფონდი აცხადებს 2016 წლის საკონფერენციო გრანტების კონკურსს

საკონფერენციო გრანტების კონკურსის  მიზანია, ხელი შე­უწყოს საქართველოში საერთაშორისო და რეგიონული სა­მეც­ნიერო კონფერენციების, კონგრესების, ფორუმების, სიმპო­ზიუმებისა და სემინარების ჩატარებას, ინფორმაციის გაცვ­ლასა და გამოცდილების გაზიარებას, სამეცნიერო კვლევების განვითარებას, ქართველ მეცნიერთა შრომების პოპულარი­ზა­ციას საერთაშორისო ჟურნალებსა და სამეცნიერო კრებუ­ლებში, მსოფლიო პროცესებში მეცნიერთა ინტეგრირებას.

კონკურსის ფარგლებში დასაფინანსებელი კონფერენციის ჩატარება გათვალისწინებული უნდა იყოს 2016 წლის 10 აპრილიდან 2017 წლის 10 აპრილამდე.

ფონდიდან მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 40 000 ლარს.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განმცხადებელმა  საკონკურსო დოკუმენტაცია უნდა გამოაგზავნოს ელ.ფოსტაზე: cg@rustaveli org.ge 2016 წლის 2 მარტის 16:00 სთ-მდე.

2016 წლის საკონფერენციო გრანტების კონკურსში მონაწილეობის შესახებ ამობეჭდილი და ხელმოწერილი „განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ“ ფონდის კანცელარიაში (ალექსიძის ქ. 1, მე-3 სართული) წარმოდგენილი უნდა იყოს არაუგვიანეს 2016 წლის 4 მარტის 16:00 საათისა.

ვადის გასვლის შემდეგ წარმოდგენილი განაცხადი საკონკურსოდ არ განიხილება. 

კონკურსის ადმინისტრირების განრიგი 

27.01.2016 16:00 საათი

ჯგუფური კონსულტაცია ფონდში

22.02.2016 16:00 საათი

ჯგუფური კონსულტაცია ფონდში რეგისტრაცია დასრულებულია

26.02.2016

ელ. ფოსტით კოორდინატორებთან ინდივიდუალური კონსულტაციების ბოლო ვადა

2.03.2016

პროექტების ელ. ფოსტით მიღების ბოლო ვადა

4.03.2016

ფონდის კანცელარიაში პროექტების დარეგისტრირების ბოლო ვადა

ჯგუფური კონსულტაციები ჩატარდება შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდის სააქტო დარბაზში მისამართი: ალექსიძის ქ. N1,  III სართული.

დამატებით ჩატარდება ერთი გასვლითი ჯგუფური კონსულტაცია, რომლის ჩატარების თარიღი და ადგილი გეცნობებათ ვებგვერდის საშუალებით.

დეტალური ინფორმაცია კონკურსის პირობების შესახებ იხილეთ ქვემოთმოცემული ბმულებით: 

მთავრობის დადგენილება;

ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება

კონკურსის პროგრამა და პირობები;

განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ;

საპროექტო წინადადების ფორმა

CV ფორმა

ბიუჯეტის ფორმა

საპროექტო წინადადების წარდგენის ინსტრუქცია 

ხშირად დასმული კითხვები

 

პროგრამის კოორდინატორები: 

დავით ჩიჩუა
ელ.ფოსტა: chichua@rustaveli.org.ge

ნინო ბიწაძე
ელ ფოსტა: bitsadze@rustaveli.org.ge