შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
EN

ფონდი აცხადებს 2019 წლის გამოყენებითი კვლევების საგრანტო პროგრამის კონკურსს!

 

კონკურსის სახელწოდება:

გამოყენებითი კვლევების საგრანტო პროგრამის კონკურსი

გამოყენებითი კვლევების საგრანტო პროგრამა წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ინოვაციური ეკოსისტემის პროექტის (Georgia National Innovation Ecosystem-GENIE) ნაწილს, რომელსაც ახორციელებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი, საქართველოსა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის გაფორმებული 2016 წლის 28 მარტის სასესხო ხელშეკრულების  (სესხის ნომერი 8595-GE) თანახმად.

 

კონკურსის აბრევიატურა: CARYS

 

კონკურსი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს:

ა) კერძო, საჯარო და აკადემიური სექტორის თანამშრომლობით ინოვაციური საქმიანობასა და  ციფრული ეკონომიკის განვითარებაში ჩართვას;

ბ) ახალგაზრდა მეცნიერთა მიერ კოლაბორაციული გამოყენებითი კვლევების განხორციელებას;

გ) ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევითი და ტექნოლოგიების ტრანსფერის უნარების გაძლიერებას;

დ) კომერციული და ტექნოლოგიური ტრანსფერის პოტენციალის მქონე ინოვაციური კვლევების გამოვლენას, განვითარებასა და დანერგვას, რომლებიც მიზნად ისახავენ საქართველოს სოციო-ეკონომიკური გამოწვევების გადაჭრას ან/და გვთავაზობენ მსოფლიო მასშტაბის ინოვაციას.

საპროექტო განაცხადი ტიპი: ჯგუფური

 

კონკურსის ძირითადი პირობები:

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს პროექტის ძირითად პერსონალს (მკვლევართა ჯგუფს), რომელსაც გააჩნია მასპინძელი ორგანიზაციის მხარდაჭერა კვლევისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკურ ბაზაზე წვდომისათვის.

პროექტის ძირითადი პერსონალის მინიმუმ 50%-ს უნდა შეადგენდნენ ახალგაზრდა მკვლევრები;

პროექტში ჩართულნი უნდა იყვნენ კვლევის შესაბამისი კერძო სექტორ(ებ)ის წარმომადგენლები, რომლებიც უნდა შეადგენდნენ ძირითადი პერსონალის არაუმეტეს 25 %- ს.

პროექტის მაქსიმალური ხანგრძლივობა - 12 თვე

პროექტის ბიუჯეტი (ფონდიდან მოთხოვნილი თანხა) - არ უნდა აღემატებოდეს 250 000 ლარს

პროექტში ჩართული ძირითადი პერსონალის საგრანტო დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს პროექტის ბიუჯეტის 40%-ს.

პროექტში ჩართული დამხმარე პერსონალის ხელფასი არ უნდა აღემატებოდეს პროექტის ბიუჯეტის 10%-ს.

ზედნადები ხარჯი მასპინძელი ორგანიზაციისათვის არ უნდა აღემატებოდეს პროექტის ბიუჯეტის 7% -ს.

 

პროექტების შეფასება ხორციელდება ორ ეტაპად, რომელიც მოიცავს შეფასებას:

ა) დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ;

ბ) შესარჩევი კომისიის მიერ.

 

კონკურსის ადმინისტრირების განრიგი:

28 ნოემბერი, 10 დეკემბერი, 11 დეკემბერი 15:00 სთ. - საკონსულტაციო შეხვედრები, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკონფერენციო დარბაზი

12 დეკემბერი - შეკითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა;

29 ნოემბრიდან - 19 დეკემბრის 18:00 საათამდე - პროექტის ელექტრონული რეგისტრაცია GMUS-ის ბაზაში;

20 დეკემბრის 16:00 საათამდე - კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარმოდგენა ფონდის კანცელარიაში;

 

 

კონკურსის მარეგულირებელი დოკუმენტები:

 

პროექტის მომზადებისათვის საჭირო დანართები და მასალები:

  • კონკურსის პირობები - დანართი 1
  • კრებსითი ინფორმაცია პროექტის შესახებ - ნიმუში, დანართი 2 - ივსება GMUS-ში პროექტის რეგისტრაციისას
  • საპროექტო წინადადება - დანართი 3, (GEO/ENG)
  • ცნობა თანადაფინანსების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) - დანართი 4, (GEO/ENG)

 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია განმცხადებლებისთვის:

 

  • პროექტის მოსამზადებლად აუცილებელია, დეტალურად გაეცნოთ: მინისტრის 2019 წლის 18 ნოემბრის № 221/ნ ბრძანებას, ფონდის გენერალური დირექტორის 2019 წლის 20 ნოემბრის №134 ბრძანებით დამტკიცებულ პირობებსა და შესაბამის დანართებს, GENIE პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის ჩარჩოს;
  • ჩატარდება მხოლოდ ჯგუფური კონსულტაციები; 
  • ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხის დოკუმენტი აიტვირთება ფონდის ვებგვერდზე და პერიოდულად განახლდება კონკურსის დასრულებამდე.
  • საკონსულტაციო პრეზენტაცია;

 

კოორდინატორები:

 

ანა ფოლოდაშვილი

ტელეფონი:    2 200 220 (4018)

ელ.ფოსტა:     apolodashvili@rustaveli.org.ge

 

მირანდა თედეშვილი   

ტელეფონი:  2 200 220 (4017)

ელ.ფოსტა:   mtedeshvili@rustaveli.org.ge

 

ფონდი გისურვებთ წარმატებებს!