ფონდი აცხადებს 2021 წლის „მაგისტრანტთა სასწავლო - კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების კონკურსს“
კონკურსის სახელწოდება
მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების კონკურსი
კონკურსის აბრევიატურა MR
კონკურსის მიზანი
მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების დასაფინანსებლად გრანტების გაცემის მიზანია მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული მაგისტრანტების სამაგისტრო ნაშრომის ფარგლებში სამეცნიერო კვლევების ხარისხის გაზრდის, აკადემიური დონის ამაღლებისა და კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა, ასევე, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამეცნიერო-კვლევითი პოტენციალის გაუმჯობესების, სწავლის პროცესში კვლევის ინტეგრაციისა და თემატური და/ან ინტერდისციპლინური მიმართულებით კვლევითი აქტივობის განვითარების ხელშეწყობა.
საპროექტო განაცხადი ტიპი
ინდივიდუალური
კონკურსის ძირითადი პირობები
- საგრანტო კონკურსის ფარგლებში გაიცემა მხოლოდ ინდივიდუალური სასწავლო-კვლევითი გრანტები;
 - კონკურსის ფარგლებში გრანტი შეიძლება მოიპოვოს საქართველოს მოქალაქე, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულმა, სტუდენტის აქტიური სტატუსის მქონე მაგისტრანტმა;
 - გრანტის მიღების პერიოდში მაგისტრანტი უნდა იყოს მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის დამამთავრებელი ან დამამთავრებლის წინა სემესტრის სტუდენტი;
 - პროექტის ხანგრძლივობა შეიძლება იყოს მინიმუმ 4 და მაქსიმუმ – 10 თვე;
 - ფონდიდან მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 6000 ლარს;
 - მაგისტრანტის სტიპენდია არ უნდა აღემატებოდეს 1200 ლარს;
 - დაუშვებელია საგრანტო კონკურსში ერთი და იმავე პირის მიერ ერთზე მეტი განაცხადის წარდგენა.
 
კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი
- 2021 წლის 20 ოქტომბერი – კონკურსის გამოცხადება დადგენილი წესით;
 - 2021 წლის 26 ოქტომბერი
 - 2 ნოემბერი 14:00 საათი
 - საკონსულტაციო შეხვედრა 8 ნოემბერი  14:00 საათი –  https://us02web.zoom.us/j/8159309443?pwd=WUtQYm1CaW8rbFoxbFBtMUNuRTl6dz09
Meeting ID: 815 930 9443Passcode: iZ0KLx გთხოვთ, მითითებულ ბმულზე დასასწრებად შემოხვიდეთ 10 წუთით ადრე;
 - 2021 წლის10 ნოემბერი – შეკითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა;
 - 2021 წლის 20 ოქტომბრიდან 15 ნოემბრის 16:00 საათამდე –პროექტების ელექტრონული რეგისტრაცია;
 - 2021 წლის 22 ნოემბერი 16:00 საათი – ფონდის კანცელარიაში კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენის ბოლო ვადა;
 - 2021 წლის ნოემბერი – პროექტების ტექნიკური ექსპერტიზა - რეგისტრირებული პროექტების კონკურსის პირობებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა;
 - 2021 წლის ნოემბერი-დეკემბერი – შუალედური შედეგების გამოქვეყნება - ინფორმაცია კონკურსის პირობების დარღვევით წარმოდგენილი პროექტების მოხსნის შესახებ;
 - 2021 წლის დეკემბერი - კონკურსის პირობების დაცვით წარმოდგენილი პროექტების შეფასება დამოუკიდებელი ექსპერტებისგან შექმნილი პროექტების შემფასებელი ჯგუფ(ებ)ის მიერ;
 - 2021 წლის დეკემბერი – დამოუკიდებელი ექსპერტებისგან შექმნილი პროექტების შემფასებელი ჯგუფ(ებ)ისგან მიღებული შეფასებების საფუძველზე სამეცნიერო მიმართულებების მიხედვით პროექტების რანჟირებული სიების შედგენა და დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების გამოვლენა;
 - 2021წლის დეკემბერი – დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების საბოლოო სიის დამტკიცება ფონდის გენერალური დირექტორის მიერ და კონკურსის შედეგების გამოქვეყნება;
 
კონკურსის მარეგულირებელი დოკუმენტები
- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №130/ნ
 - ფონდის გენერალური დირექტორის 2021 წლის 20 ოქტომბრის №135 ბრძანება
 
პროექტის მომზადებისათვის საჭირო მასალები და დანართები
- კონკურსის პირობები -დანართი 1
 - კრებსითი ინფორმაცია პროექტის შესახებ - დანართი 2, ივსება GMUS-ში
 - საპროექტო წინადადება - დანართი 3
 - მაგისტრანტის, სამაგისტრო ნაშრომის ხელმძღვანელის და კონსულტანტის პროფესიული ბიოგრაფიები - CV დანართი 4, ივსება GMUS-ში
 - ცნობა მაგისტრატურის აკრედიტირებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის შესახებ - დანართი 5
 - კონსულტანტის თანხმობის წერილი (დანართი № 6.1, დანართი № 6.2) (GEO/ENG)
 - პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი - დანართი 7, ივსება GMUS-ში
 - პროექტის განხორციელების ბიუჯეტი და ბიუჯეტის დასაბუთება- დანართი 8, ივსება GMUS-ში
 - სხვა იურიდიული/ფიზიკური პირის თანხმობის წერილი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გამოყენების შესახებ - დანართი 9
 - განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ - დანართი 10, გენერირდება GMUS-დან პროექტის რეგისტრაციის შემდეგ
 - სამეცნიერო მიმართულებების კლასიფიკატორი - დანართი 11
 - ხშირად დასმული კითხვები
 - კონკურსის საკონსულტაციო პრეზენტაცია
 
ელექტრონული რეგისტრაციის ბმულები
- გრანტების მართვის ერთიანი სისტემა - პროექტების რეგისტრაციისათვის(ბმული)
 - ელექტრონული რეგისტრაციის ინსტრუქცია(ბმული)
 
მნიშვნელოვანი ინფორმაცია განმცხადებლებისთვის:
პროექტის მოსამზადებლად აუცილებელია დეტალურად გაეცნოთ როგორც მინისტრის ბრძანებას, ასევე დირექტორის ბრძანებით დამტკიცებულ პირობებსა და შესაბამის დანართებს;
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია შეკითხვების გამოგზავნა 10 ნოემბრამდე კონკურსის ელ. ფოსტით mr@rustaveli.org.ge. ხშირად დასმული კითხვების დოკუმენტები პერიოდულად განახლდება კონკურსის დასრულებამდე.
კოორდინატორი:
ხატია ანანიაშვილი - პროგრამული საკითხები - 597 904334 (დარეკეთ მხოლოდ სამუშაო საათებში)
მადინა გაურგაშვილი - კონსულტანტი ფინანსურ საკითხებში
საკონტაქტო ინფორმაცია: mr@rustaveli.org.ge
ფონდი გისურვებთ წარმატებებს!