შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ფონდი აცხადებს 2023 წლის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსს „მეცნიერება იწყება სკოლიდან – კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“

კონკურსის აბრევიატურა SCR

 

კონკურსის მიზანი

სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის – „მეცნიერება იწყება სკოლიდან – კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“ მიზანია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთა განათლების ხარისხის ამაღლება, განათლებისა და კვლევების დაახლოება, კვლევების ინტეგრირება სწავლის პროცესში; კვლევების პოპულარიზაციის გზით სკოლის მოსწავლეთა დაინტერესება მეცნიერებით; მოსწავლეთა შორის კვლევითი უნარების გამომუშავების ხელშეწყობა; მასწავლებელთა მოტივაციის ამაღლება  მოსწავლეთა კვლევებში ჩასართავად;  მეცნიერთა, მათ შორის, ახალგაზრდა მეცნიერთა (მაგისტრანტთა და დოქტორანტთა), ინტერესის გაზრდა სასკოლო პროცესში მონაწილეობისათვის;  სასწავლო პროცესში ისეთი სიახლეების დანერგვა, რომლებიც ხელს შეუწყობს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მუშაობის ეფექტიანობის გაზრდას, დაეხმარება მოსწავლეს, გაიაზროს ამა თუ იმ საგნის მნიშვნელობა, რაც გაზრდის მის დაინტერესებას მეცნიერებისადმი.

 

კონკურსის ადმინისტრირება 

2023 წლის 28 აპრილი - 19 მაისი  18:00 საათამდე – პროექტების ელექტრონული რეგისტრაცია GMUS-ში;

2023 წლის 25 მაისი 18:00 საათამდე – კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენა ფონდის კანცელარიაში;

მაისი-ივნისი - ტექნიკური ექსპერტიზა - რეგისტრირებული პროექტების კონკურსის პირობებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა;

ივნისი - შუალედური შედეგების გამოქვეყნება - ინფორმაცია კონკურსის პირობების დარღვევით წარმოდგენილი პროექტების მოხსნის შესახებ;

ივნისი-ივლისი - პროექტების შეფასება საკონკურსო კომისიის მიერ და საკონკურსო კომისიის მიერ დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების დამტკიცება გენერალური დირექტორის მიერ.

 

ჯგუფური კონსულტაციები:

4 მაისი - 16:00 საათი, კონსულტაციაზე დასასწრებად გადადით ბმულზე:

https://us05web.zoom.us/j/83252841545?pwd=VVh3ZCtST0pnaXE4c2syVHdGNjZ2QT09

Meeting ID: 832 5284 1545
Passcode: 123

 

11 მაისი – 16:00 საათი, დისტანციურად ვირტუალურ ფორმატში (რეგისტრაციის ბმული გამოქვეყნდება ამავე გვერდზე)

https://us05web.zoom.us/j/83252841545?pwd=VVh3ZCtST0pnaXE4c2syVHdGNjZ2QT09

Meeting ID: 832 5284 1545
Passcode: 123

 

15 მაისი - ელექტრონულ ფოსტაზე შეკითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა;

 

კონკურსის მარეგულირებელი დოკუმენტები

  • საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 16 ივლისის №140/ნ ბრძანება
  • შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2023 წლის 25 აპრილის N 64 ბრძანება.

 

პროექტის მომზადებისათვის საჭირო მასალები და დანართები

  • კონკურსის პირობები - დანართი 1
  • კრებსითი ინფორმაცია პროექტის შესახებ - დანართი 2
  • საპროექტო წინადადება - დანართი 3
  • პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი - დანართი 4 - გენერირდება GMUS-დან
  • პროექტის ბიუჯეტი და ბიუჯეტის დასაბუთება - დანართი 5 - გენერირდება GMUS-დან
  • ცნობა თანადაფინანსების შესახებ  - დანართი 6
  • პროფესიული ბიოგრაფია CV - დანართი 7 - გენერირდება GMUS-დან
  • თანხმობის წერილი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გამოყენების შესახებ - დანართი 8
  • ბიუჯეტის კლასიფკატორი - დანართი 9
  • განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ - დანართი 10 - გენერირდება GMUS-დან

 

ელექტრონული რეგისტრაციის ბმული

გრანტების მართვის ერთიანი სისტემა (GMUS) - პროექტების რეგისტრაციისათვის (ბმული)

 

დამხმარე მასალები

ხშირად დასმული შეკითხვები

 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია განმცხადებლებისთვის:

  • პროექტის მოსამზადებლად აუცილებელია დეტალურად გაეცნოთ როგორც მინისტრის ბრძანებას, ასევე დირექტორის ბრძანებით დამტკიცებულ პირობებსა და შესაბამის დანართებს;
  • ჩატარდება მხოლოდ ჯგუფური კონსულტაციები;
  • დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია შეკითხვების გამოგზავნა ელ. ფოსტით scr@rustaveli.org.ge 15/05/2023-მდე. ხშირად დასმული კითხვები პასუხებით გამოქვეყნდება ფონდის ვებგვერდზე და პერიოდულად განახლდება კონკურსის დასრულებამდე.

 

კოორდინატორები:

ეკატერინე მიქაუტაძე - პროგრამული საკითხები

მარიამ ხურციძე - პროგრამული საკითხები

 

საკონტაქტო ელექტრონული ფოსტა: scr@rustaveli.org.ge

 

ფონდი გისურვებთ წარმატებებს!