შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ფონდი აცხადებს 2024 წლის კავკასიოლოგიის მიმართულებით სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსს

კონკურსის აბრევიატურა CS

 

კონკურსის მიზანი

კავკასიოლოგიის მიმართულებით სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსის მიზანია, კავკასიოლოგიის მიმართულებით სამეცნიერო კვლევითი პროექტების და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების ორგანიზების ხელშეწყობა. 

საპროექტო განაცხადი ტიპი                 ინსტიტუციური 

 

კონკურსის ადმინისტრირება 

2024 წლის 4 მარტი - 20 მარტი 18:00 საათამდე – პროექტების ელექტრონული რეგისტრაცია GMUS-ში;

2024 წლის 26 მარტი 18:00 საათამდე – კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენა ფონდის კანცელარიაში;

მარტი-აპრილი - რეგისტრირებული პროექტების კონკურსის პირობებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა;

აპრილი - შუალედური შედეგების გამოქვეყნება - ინფორმაცია კონკურსის პირობების დარღვევით წარმოდგენილი პროექტების მოხსნის შესახებ;

აპრილი-მაისი - პროექტების შეფასება კომისიის მეშვეობით, კომისიის შეფასების საფუძველზე შერჩეული დასაფინანსებელი და სათადარიგო პროექტების გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცება;

 

ჯგუფური კონსულტაციები:

1 მარტი, 11 მარტი – 16:00 საათი, დისტანციურად ვირტუალურ ფორმატში. კონსულტაციაზე დასასწრებად გადადით ბმულზე:

https://us05web.zoom.us/j/87510965060?pwd=YUVOSGo4VWJZYUM1L2pzZlozRDVudz09

 

Meeting ID: 875 1096 5060

Passcode: 123

 

15 მარტი - ელექტრონულ ფოსტაზე შეკითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა;

 

კონკურსის მარეგულირებელი დოკუმენტები

 

პროექტის მომზადებისათვის საჭირო მასალები და დანართები

 

პროექტის მომზადებისათვის საჭირო მასალები და დანართები

სამეცნიერო კვლევითი პროექტებისათვის

  • კრებსითი ინფორმაცია პროექტის შესახებ(დანართი 2) - ივსება GMUS-ში
  • საპროექტო წინადადება (დანართი 3) - ქართულ ენაზე
  • პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი (დანართი 4) - ქართულ ენაზე - ივსება GMUS-ში
  • პროექტის ბიუჯეტი და ბიუჯეტის დასაბუთება (დანართი 5) - ქართულ ენაზე - ივსება GMUS-ში
  • ცნობა თანადაფინანსების შესახებ (დანართი 6) - ქართულ და ინგლისურ ენაზე
  • პროფესიული ბიოგრაფია (დანართი 7) - ივსება GMUS-ში
  • თანხმობის წერილი სხვა იურიდიული/ფიზიკური პირის მატერიალურ-ტექნიკური ბაზით უზრუნველყოფის შესახებ (დანართი 8) - ქართულ და ინგლისურ ენაზე
  • განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ (დანართი 9) - ივსება GMUS-ში
  • ბიუჯეტის კლასიფიკატორი (დანართი 10)

საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებისათვის

  • კრებსითი ინფორმაცია პროექტის შესახებ (დანართი 11, ნიმუში) - ივსება GMUS-ში
  • საპროექტო წინადადება (დანართი 12) - ქართულ ენაზე
  • პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი (დანართი 13, ნიმუში ) - ქართულ ენაზე - ივსება GMUS-ში
  • პროექტის ბიუჯეტი და ბიუჯეტის დასაბუთება (დანართი 14, ნიმუში) - ქართულ ენაზე - ივსება GMUS-ში
  • ცნობა თანადაფინანსების შესახებ (დანართი 6) - ქართულ და ინგლისურ ენაზე
  • პროფესიული ბიოგრაფია (დანართი 7) - ივსება GMUS-ში
  • განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ (დანართი 15) - ივსება GMUS-ში
  • ბიუჯეტის კლასიფიკატორი (დანართი 16)
  • სამეცნიერო მიმართულებების კლასიფიკატორი (დანართი 17)

 

 

ელექტრონული რეგისტრაციის ბმული

გრანტების მართვის ერთიანი სისტემა (GMUS) - პროექტების რეგისტრაციისათვის (ბმული)

 

ხშირად დასმული შეკითხვები

 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია განმცხადებლებისთვის:

  • ჩატარდება მხოლოდ ჯგუფური კონსულტაციები;
  • დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია შეკითხვების გამოგზავნა ელ. ფოსტით cs@rustaveli.org.ge15/03/2024-მდე. ხშირად დასმული კითხვები პასუხებით გამოქვეყნდება ფონდის ვებგვერდზე და პერიოდულად განახლდება კონკურსის დასრულებამდე.

 

კოორდინატორები:

ეკატერინე მიქაუტაძე - პროგრამული საკითხები

 

საკონტაქტო ელ. ფოსტა: cs@rustaveli.org.ge

 

ფონდი გისურვებთ წარმატებებს!