შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ფონდი აცხადებს 2025 წლის ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსს

 

კონკურსის სახელწოდება

ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსი

კონკურსის აბრევიატურა   YS

კონკურსის მიზანი

კონკურსის მიზანია ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო-კვლევითი პროექტების მხარდაჭერის გზით ხელი შეუწყოს მათი სამეცნიერო კვლევების ხარისხის გაუმჯობესებას, თემატური ან ინტერდისციპლინური მიმართულებით სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებასა და აკადემიურ საქმიანობაში ჩართულობას, აგრეთვე, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გაძლიერებასა და გაუმჯობესებას.

 

საპროექტო განაცხადის ტიპი:   ინსტიტუციური

 

კონკურსის ძირითადი პირობები:

ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსში პროექტების წარდგენა შესაძლებელია სამეცნიერო მიმართულებების კლასიფიკატორით განსაზღვრულ შემდეგ მიმართულებებში:

  1. ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;
  2. ინჟინერია და ტექნოლოგიები;
  3. სამედიცინო და ჯანმრთელობის მეცნიერებები;
  4. აგრარული მეცნიერებები;
  5. სოციალური მეცნიერებები;
  6. ჰუმანიტარული მეცნიერებები;
  7. საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებები.

 

ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების კონკურსში გრანტის მოპოვების მიზნით, პროექტი უნდა წარადგინოს ახალგაზრდა მეცნიერმა, რომელსაც დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი მიენიჭა კონკურსის გამოცხადების თარიღამდე (2025 წლის 16 აპრილამდე) ბოლო 7 წლის განმავლობაში და მასპინძელმა დაწესებულებამ ერთობლივად.

 

კონკურსში მასპინძელი დაწესებულების სახით მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოში რეგისტრირებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს (სსიპ), კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს (ა(ა)იპ), აგრეთვე, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომლის წესდებით/დებულებით განსაზღვრული მიზანია სამეცნიერო კვლევების განხორციელება.

  • ახალგაზრდა მეცნიერს უნდა ჰყავდეს მენტორი მასპინძელი დაწესებულების აკადემიური/სამეცნიერო პერსონალიდან;
  • ახალგაზრდა მეცნიერს შესაძლებელია ჰყავდეს საქართველოში ან უცხოეთში მოღვაწე კონსულტანტ(ებ)ი;
  • პროექტში შესაძლოა ჩართული იყოს დამხმარე პერსონალი.

 

საკონკურსოდ წარდგენილი პროექტის ხანგრძლივობა უნდა იყოს ორი წელი.

 

ერთი საგრანტო პროექტისთვის ფონდიდან მოთხოვნილი დაფინანსება  არ უნდა აღემატებოდეს წელიწადში 30 000 ლარს, ორ წელიწადში - 60 000 ლარს.

 

პროექტს შესაძლებელია ჰქონდეს თანადაფინანსება (დამატებითი ფინანსური წყარო), რომელიც ნაწილობრივ დაფარავს პროექტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯების ნაწილს.

 

ფონდიდან მოთხოვნილი თანხა მოიცავს შემდეგ ხარჯვით კატეგორიებს:

ა) ახალგაზრდა მეცნიერის სტიპენდიას (არ უნდა აღემატებოდეს წელიწადში 15 000 ლარს);

ბ) კვლევითი საქმიანობის ხარჯებს (არ უნდა აღემატებოდეს წელიწადში 13 500 ლარს);

გ) ზედნადებ ხარჯებს (არ უნდა აღემატებოდეს წელიწადში 1 500 ლარს).

 

კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი:

  • პროექტების ელექტრონული რეგისტრაცია GMUS-ში -  2025 წლის 16 აპრილიდან - 2025 წლის 23 მაისის 16:00 საათამდე;
  • ჯგუფური ონლაინ კონსულტაცია 29 აპრილი, 15:00 საათი -  შეხვედრაზე დასასწრებად ეწვიეთ ბმულს
  • ჯგუფური ონლაინ კონსულტაცია 16 მაისი, 15:00 საათი -  შეხვედრაზე დასასწრებად ეწვიეთ ბმულს
  • ელექტრონულ ფოსტაზე შეკითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა - 2025 წლის 15 მაისი; 
  • კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენა ფონდის კანცელარიაში - 2025 წლის 2 ივნისის 18:00 საათამდე;
  • კონკურსში რეგისტრირებული პროექტების ტექნიკურ ექსპერტიზა, კონკურსის პირობებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება, ხარვეზების დადგენა და გამოსწორება - 2025 წლის ივნისი;
  • შუალედური შედეგების გამოქვეყნება - ინფორმაცია კონკურსის პირობების დარღვევით წარმოდგენილი პროექტების მოხსნის შესახებ - 2025 წლის ივნისი;
  • კონკურსის პირობების დაცვით წარმოდგენილი პროექტების შეფასება - 2025 წლის ივლისი - ნოემბერი;
  • დამოუკიდებელი ექსპერტების შეფასებაზე შეპასუხება - ზუსტ ვადებს ფონდი დამატებით გამოაქვეყნებს ვებგვერდზე;
  • ექსპერტებისაგან და/ან ექსპერტთა ჯგუფ(ებ)ისაგან მიღებულ შეფასებებზე დაყრდნობით რანჟირებული სიების დადგენა მიმართულებების მიხედვით, გამარჯვებული პროექტების გამოვლენა და დამტკიცება - 2025 წლის ნოემბერი - დეკემბერი 
  • საგრანტო ხელშეკრულების გაფორმება და დაფინანსება - 2025 წლის ნოემბერი - დეკემბერი 

 

კონკურსის მარეგულირებელი დოკუმენტები:

 

პროექტის მომზადებისათვის საჭირო დანართები

  • პირობები - დანართი 1
  • კრებსითი ინფორმაცია პროექტის შესახებ - დანართი 2, ივსება GMUS-ში
  • საპროექტო წინადადება (GEO/ENG) - დანართი 3
  • ახალგაზრდა მეცნიერის, მენტორისა და კონსულტანტის პროფესიული ბიოგრაფია - CV - დანართი 4, ივსება GMUS-ში;
  • მენტორის/კონსულტანტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თანხმობის წერილი (GEO/ENG) - დანართი 5
  • პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი - დანართი 6, ივსება GMUS-ში
  • პროექტის განხორციელების ბიუჯეტი და ბიუჯეტის დასაბუთება - დანართი 7, ივსება GMUS-ში
  • ცნობა თანადაფინანსების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) (GEO/ENG) - დანართი 8
  • ცნობა მატერიალურ-ტექნიკურ ბაზაზე წვდომის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) (GEO/ENG) - დანართი 9
  • განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ - დანართი 10, გენერირდება GMUS-დან
  • საკონსულტაციო პრეზენტაცია

 

ელექტრონული რეგისტრაციის ბმული - გრანტების მართვის ერთიანი სისტემა (GMUS)

ხშირად დასმული შეკითხვები 

 

 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია განმცხადებლებისთვის:

  • პროექტის მოსამზადებლად აუცილებელია დეტალურად გაეცნოთ როგორც მინისტრის ბრძანებას, ასევე დირექტორის ბრძანებით დამტკიცებულ პირობებსა და შესაბამის დანართებს;
  • ჩატარდება მხოლოდ ჯგუფური კონსულტაციები;
  • დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია შეკითხვების გამოგზავნა ელ. ფოსტაზე  ys@rustaveli.org.ge

 

კოორდინატორები:

ნინო აბუსელიძე - პროგრამული საკითხები - +(995 32) 2 200 220 (4016)

ნათია პაპავა - პროგრამული საკითხები - +(995 32) 2 200 220 (4406)

ნინო მაჩურიშვილი - პროგრამული საკითხები

  

იურიდიული და ფინანსური საკითხების შესახებ ინფორმაციის მისაღებად მოგვწერეთ

კონკურსის ელ-ფოსტაზეys@rustaveli.org.ge

ფონდი გისურვებთ წარმატებას!