შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ფონდი აცხადებს 2026 წლის მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსს - „ლეონარდო და ვინჩი“

 

კონკურსის აბრევიატურა LEO

კონკურსის მიზანი

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მიმდინარე რეფორმების ხელშეწყობა; სასწავლო პროცესის სტიმულირება-სრულყოფა, სწავლისადმი ინტერესის გაღვივება; ინოვაციებისა და ტექნიკის მიმართ მოსწავლეთა ინტერესის გაღვივება; შემოქმედებითი აზროვნებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება. 

კონკურსის სამიზნე ჯგუფი: კონკურსში მონაწილეობა შეუძლია პირს, რომელიც არის საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სახელმწიფო და კერძო სკოლების) VII-XII კლასის მოსწავლე.

კონკურსში განაცხადების წარდგენა შესაძლებელია ინდივიდუალურად და ჯგუფურად. ჯგუფის წევრთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი კლას(ებ)ის სამ მოსწავლეს.

კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი:

 

  • კონკურსის პირველ ეტაპზე საკონკურსო განაცხადების ელექტრონული რეგისტრაცია გრანტების მართვის ერთიან სისტემაში (Gmus) - 2026 წლის 16 მარტიდან 24 აპრილის 18:00 საათამდე;
  • კონკურსის პირველ ეტაპზე ფონდის კანცელარიაში რეგისტრაცია - მატერიალური ფორმით კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარმოდგენა - 2026 წლის 30 აპრილის 18:00 საათამდე;
  • კონკურსის პირველ ეტაპზე წარმოდგენილი საკონკურსო განაცხადების ტექნიკური ექსპერტიზა - კონკურსში რეგისტრირებული პროექტების კონკურსის პირობებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა - მაისი;
  • კონკურსის პირველი ეტაპის შუალედური შედეგების გამოქვეყნება - ინფორმაცია კონკურსის პირობების დარღვევით წარმოდგენილი განაცხადების მოხსნის შესახებ - მაისი;
  • კონკურსის პირობების დაცვით, პირველ ეტაპზე წარმოდგენილი საკონკურსო განაცხადების შეფასება საკონკურსო კომისიის მიერ - მაისი-ივნისი;
  • კონკურსის პირველ ეტაპზე კომისიის მიერ შეფასებული საკონკურსო განაცხადების შედეგების გამოქვეყნება - მაისი-ივნისი;
  • კონკურსის მეორე ეტაპზე საკონკურსო განაცხადების ელექტრონული რეგისტრაცია გრანტების მართვის ერთიან სისტემაში (Gmus) - 2026 წლის 23 სექტემბრის 18:00 საათამდე;
  • კონკურსის მეორე ეტაპზე ფონდში საილუსტრაციო ნახაზის/მოდელის/მაკეტის მატერიალური ფორმით წარდგენის ბოლო ვადა - 2026 წლის 30 სექტემბრის 18:00 საათამდე;
  • კონკურსის მეორე ეტაპზე წარმოდგენილი საკონკურსო განაცხადების ტექნიკური ექსპერტიზა - კონკურსში რეგისტრირებული პროექტების კონკურსის პირობებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა - ოქტომბერი;
  • კონკურსის მეორე ეტაპის შუალედური შედეგების გამოქვეყნება - ინფორმაცია კონკურსის პირობების დარღვევით წარმოდგენილი განაცხადების მოხსნის შესახებ - ოქტომბერი;
  • კონკურსის პირობების დაცვით, მეორე ეტაპზე წარმოდგენილი საკონკურსო განაცხადების შეფასება საკონკურსო კომისიის მიერ - ოქტომბერი-ნოემბერი;
  • მეორე ეტაპზე კომისიის მიერ შეფასებული საკონკურსო განაცხადების შედეგების გამოქვეყნება - ოქტომბერი-ნოემბერი;
  • საკონკურსო გამოფენა - კონკურსის ფინალი - ფინალზე წარდგენილი პროექტების შეფასება საკონკურსო კომისიის მიერ, გამარჯვებულების გამოვლენა და დაჯილდოება - ნოემბერი-დეკემბერი;
  • კონკურსის შედეგების გამოქვეყნება და გამარჯვებულებისათვის გათვალისწინებული თანხის გადარიცხვა - ნოემბერი-დეკემბერი;

 

ჯგუფური კონსულტაციები:

23 მარტი, 16:00 საათი (შეხვედრის ბმული)

6 აპრილი, 16:00 საათი

20 აპრილი, 16:00 საათი

 

კონკურსის მარეგულირებელი დოკუმენტები

 

პროექტის მომზადებისათვის საჭირო დანართები

  • კონკურსის პირობები (დანართი N1)
  • კრებსითი ინფორმაცია პროექტის შესახებ (დანართი N2, ივსება GMUS-ში)
  • კონკურსის პირველ ეტაპზე წარსადგენი საკონკურსო ნამუშევრების კვლევის გეგმა/პირველადი იდეა (დანართი N3, იტვირთება GMUS-ში PDF დოკუმენტის ფორმით)
  • თანხმობის წერილი პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ (დანართი N4, იტვირთება GMUS-ში PDF დოკუმენტის ფორმით)
  • კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადება (დანართი N5, იქმნება GMUS-ის საშუალებით)
  • კონკურსის მეორე ეტაპზე წარსადგენი პროექტის აღწერილობა (დანართი N6, იტვირთება GMUS-ში PDF დოკუმენტის ფორმით)

 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია განმცხადებლებისთვის:

  • პროექტის მოსამზადებლად აუცილებელია დეტალურად გაეცნოთ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 თებერვლის № 98 დადგენილებასა და ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანებით დამტკიცებულ პირობებსა და შესაბამის დანართებს;
  • ჩატარდება მხოლოდ ჯგუფური კონსულტაციები;

 

 

ელექტრონული რეგისტრაციის ბმული

  • გრანტების მართვის ერთიანი სისტემა (GMUS) - პროექტების რეგისტრაციისათვის(ბმული)
  • ელექტრონული რეგისტრაციის ინსტრუქცია (ბმული)

 

კონკურსის კოორდინატორი:

ქეთევან გორგაძე

+(995 32) 2 200 220 (44 02)

საკონტაქტო ინფორმაცია: leo@rustaveli.org.ge

 

ფონდი გისურვებთ წარმატებებს!