შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ფონდი აცხადებს 2026 წლის ქართველოლოგიის კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსს

კონკურსის სახელწოდება:

ქართველოლოგიის კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსი

 

კონკურსის აბრევიატურა: GSDP

 

კონკურსის მიზანი:

კონკურსის მიზანია, უზრუნველყოს ქართველოლოგიის მიმართულებით ახალი ჰიპოთეზების და კონცეფციების, შეუსწავლელი ან უცნობი მოვლენების, ფაქტებისა თუ მონაცემების შესწავლა-ანალიზი და თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად კვლევების განხორციელება; ხელი შეუწყოს ქართველოლოგიის მიმართულებით ახალი ცოდნისა და კვლევის რესურსების შექმნას, სასწავლო პროცესებში ინტეგრაციას, საერთაშორისო გავრცელებასა და პოპულარიზაციას, ქართველოლოგიის მეცნიერებაში ახალგაზრდა ტალანტების მოზიდვას და მათი სამეცნიერო პოტენციალის ზრდას. გრძელვადიან პერსპექტივაში დაფინანსებულმა კვლევამ ხელი უნდა შეუწყოს ქართველოლოგიის სფეროს გაძლიერებას და მის ჩართვას სახელმწიფო ენის, ლიტერატურის, ხელოვნებისა და კულტურის ეროვნული სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების განხორციელებაში.

 

საპროექტო განაცხადის ტიპი: ინდივიდუალური და გუნდური

 

კონკურსის ძირითადი პირობები:

  1. კონკურსში მონაწილეობის და გრანტის მიღების უფლება აქვს:

ა) ფიზიკურ პირს, პროექტის ხელმძღვანელის სახით (ინდივიდუალური პროექტის შემთხვევაში);

ბ) ძირითად პერსონალს, წამყვან და თანამონაწილე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ორგანიზაციასთან ერთად.

  1. გრანტის მიმღები პასუხისმგებელია პროექტის განხორციელებასა და პროექტით გათვალისწინებული საქმიანობის ანგარიშგებაზე.

 

საკონკურსოდ წარმოდგენილი პროექტის ხანგრძლივობა უნდა შეადგენდეს:

მინიმუმ 6 და მაქსიმუმ 24 თვეს.

 

ფონდიდან მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს:  150 000 ლარს.

 

პროექტის ბიუჯეტი შესაძლოა ითვალისწინებს შემდეგ ხარჯვით კატეგორიებს/მუხლებს:

  • ძირითადი პერსონალის საგრანტო დაფინანსება;
  • დამხმარე პერსონალის შრომის ანაზღაურება;
  • პროექტის განხორციელებისთვის აუცილებელი ხარჯები;
  • ზედნადები ხარჯები.

 

კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი:

  • პროექტების ელექტრონული რეგისტრაცია - 2026 წლის 9 მარტიდან 14 აპრილის 16:00 საათამდე;
  • ჯგუფური ონლაინ კონსულტაციები - ზუსტი თარიღი და დრო გამოქვეყნდება ფონდის ვებგვერდზე;
  • ფონდის კანცელარიაში რეგისტრაცია - კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენა - 2026 წლის 22 აპრილის 18:00 საათამდე;
  • კონკურსის პირობებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით საკონკურსოდ წარმოდგენილი განაცხადების ტექნიკური ექსპერტიზა - 2026 წლის აპრილი-მაისი;
  • შუალედური შედეგების გამოქვეყნება - ინფორმაცია კონკურსის პირობების დარღვევით წარმოდგენილი პროექტების მოხსნის შესახებ - 2026 წლის მაისი-ივნისი;
  • კონკურსის პირობების დაცვით წარმოდგენილი პროექტების შეფასება და დასაფინანსებელი პროექტების შერჩევა კომისიის მიერ - 2026 წლის მაისი-ივნისი;
  • დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების დამტკიცება ფონდის გენერალური დირექტორის მიერ და კონკურსის შედეგების გამოქვეყნება - 2026 წლის ივნისი-ივლისი;
  • საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმება და დაფინანსება - 2026 წლის ივნისი-ივლისი.

 

კონკურსის მარეგულირებელი დოკუმენტები:

  • საქართველოსგანათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2024 წლის 27 სექტემბრის №153/ნ ბრძანება;
  • შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2026 წლის 09 მარტის №286654 ბრძანება

 

პროექტის მომზადებისათვის საჭირო მასალები და დანართები:

  • კონკურსის პირობები (დანართი №1) - ქართულ ენაზე;
  • კრებსითი ინფორმაცია პროექტის შესახებ (დანართი №2, ნიმუში) - ქართულ ენაზე, ივსება GMUS-ში პროექტის რეგისტრაციის დროს;
  • საპროექტო წინადადების I ნაწილი - პროექტის სამეცნიერო მნიშვნელობა (დანართი №3) – ქართულ ენაზე, იტვირთება GMUS-ში PDF დოკუმენტის სახით;
  • საპროექტო წინადადების II ნაწილი - პროექტის განხორციელებადობა  (დანართი №4) - ქართულ ენაზე, იტვირთება GMUS-ში PDF დოკუმენტის სახით;
  • პროფესიული ბიოგრაფია - CV (GEO/ENG) - დანართი №5, ნიმუში ივსება და გენერირდება GMUS-ში და იტვირთება PDF დოკუმენტის ფორმით;
  • პროექტის გეგმა-გრაფიკი - (დანართი №6, ნიმუში) - ქართულ ენაზე ივსება GMUS-ში;
  • პროექტის ბიუჯეტი და ბიუჯეტის დასაბუთება (დანართი №7, ნიმუში) - ქართულ ენაზე ივსება GMUS-ში;
  • ცნობა თანადაფინანსების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) – (GEO/ENG) (დანართი № 8) იტვირთება GMUS-ში PDF დოკუმენტის სახით;
  • განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ (დანართი №9, ნიმუში) - ქართულ ენაზე, გენერირდება GMUS-დან პროექტის რეგისტრაციის შემდეგ;

 

ელექტრონული რეგისტრაციის ბმული:

გრანტის მართვის ერთიანი სისტემა (GMUS) - პროექტების რეგისტრაციისათვის (ბმული);

ელექტრონული რეგისტრაციის ინსტრუქცია (ბმული).

 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია განმცხადებლებისათვის:

პროექტის მოსამზადებლად აუცილებელია დეტალურად გაეცნოთ როგორც მინისტრის ბრძანებას, ასევე, ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანებით დამტკიცებულ პირობებსა და შესაბამის დანართებს;

 

ჩატარდება მხოლოდ ჯგუფური კონსულტაციები;

 

დამატებითი კითხვებისათვის მოგვწერეთ  ელ. ფოსტაზე gsdp@rustaveli.org.ge

 

კოორდინატორები:

 

ირინე კვირიკეიშვილი - +(995 32) 2 200 220 (4012)

შორენა დარჩიაშვილი - +(995 32) 2 200 220 (4024)

 

იურიდიული და ფინანსური საკითხების შესახებ ინფორმაციის მისაღებად მოგვწერეთ კონკურსის ელ-ფოსტაზე: gsdp@rustaveli.org.ge

 

 

ფონდი გისურვებთ წარმატებას!