შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ფონდი აცხადებს 2026 წლის სამეცნიერო პოპულარული, შემეცნებითი ფილმების შექმნის მხარდაჭერის საგრანტო კონკურსს

კონკურსის აბრევიატურა: SPF

კონკურსის მიზანი

კონკურსის მიზანია ფართო საზოგადოებაში მეცნიერების პოპულარიზაცია: საქართველოს მეცნიერების შესახებ, სანდო წყაროებზე დაფუძნებული, სამეცნიერო პოპულარული, შემეცნებითი ფილმების შექმნა; საქართველოს ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ფასეულობების საერთაშორისო ასპარეზზე გატანა და მისი პოპულარიზაცია.

საპროექტო განაცხადი ტიპი: ინსტიტუციური

კონკურსის ძირითადი პირობები:

  • კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ფიზიკურ პირთა ჯგუფს - ავტორთა და ადმინისტრაციის ჯგუფს - პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად;
  • პარტნიორი ორგანიზაცია - საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი იურიდიული პირი, რომელსაც უნდა ჰქონდეს სრულმეტრაჟიანი ფილმების გადაღების/წარმოების მინიმუმ სამწლიანი გამოცდილება, აგრეთვე, შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. კონკურსში მონაწილეებს ასევე უნდა ჰქონდეთ ციფრული ტექნოლოგიის გამოყენებით გადაღებული ფილმების წარმოების გამოცდილება. პარტნიორი ორგანიზაცია არ არის გრანტის მიმღები;
  • ფიზიკურ პირთა ჯგუფი შედგება პროექტის ხელმძღვანელი/პროდიუსერისგან, პროექტის რეჟისორისგან, სცენარის ავტორისგან;
  • კონკურსზე წარმოდგენილი თითოეული საკონკურსო განაცხადისათვის (პროექტისათვის) მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 200 000 ლარს.

კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი:

  • კონკურსის გამოცხადება დადგენილი წესით - 7 სექტემბერი;
  • ჯგუფური ონლაინ კონსულტაციები

15 სექტემბერი, 15:00 საათი - შეხვედრის ბმული

24 სექტემბერი, 15:00 საათი - შეხვედრის ბმული

  • საკონკურსო განაცხადების ელექტრონული რეგისტრაცია - 9 სექტემბრიდან 30 სექტემბრის 18:00 საათამდე;
  • ფონდის კანცელარიაში რეგისტრაცია - 7 ოქტომბრის 18:00 საათამდე;
  • წარმოდგენილი პროექტების დოკუმენტაციის შესაბამისობის დადგენა კონკურსის პირობებთან (ტექნიკური ექსპერტიზა) - ოქტომბერი;
  • შუალედური შედეგების გამოქვეყნება - ინფორმაცია კონკურსის პირობების დარღვევით წარმოდგენილი საკონკურსო განაცხადების მოხსნის შესახებ - ოქტომბერი-ნოემბერი;
  • კონკურსის პირობების დაცვით წარმოდგენილი საკონკურსო განაცხადების შეფასება საკონკურსო კომისიის მიერ და გამარჯვებულების გამოვლენა - ნოემბერი-დეკემბერი;
  • გამარჯვებული საკონკურსო განაცხადების დამტკიცება ფონდის გენერალური დირექტორის მიერ და კონკურსის შედეგების საჯარო გამოცხადება ფონდის ოფიციალურ ვებ-გვერდზე - ნოემბერი-დეკემბერი;
  • საგრანტო ხელშეკრულების გაფორმება - ნოემბერი-დეკემბერი.

 

კონკურსის მარეგულირებელი დოკუმენტები:

  • საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 28 მარტის №85/ნ ბრძანება
  • შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2026 წლის 7 სექტემბრის №1165402 ბრძანება

პროექტის მომზადებისათვის საჭირო მასალები და დანართები:

სამეცნიერო კვლევითი პროექტებისათვის

  • კონკურსის პირობები (დანართი №1)
  • კრებსითი ინფორმაცია პროექტის შესახებ (დანართი №2) - ივსება GMUS-ში
  • საპროექტო წინადადება (დანართი №3, პროექტის რეგისტრაციისას იტვირთება GMUS - ში PDF დოკუმენტის ფორმით)
  • პროფესიული ბიოგრაფია (დანართი №4, პროექტის რეგისტრაციისას იტვირთება GMUS - ში PDF დოკუმენტის ფორმით)
  • კონსულტანტის თანხმობის წერილი GEO/ENG (დანართი №5, პროექტის რეგისტრაციისას იტვირთება GMUS - ში PDF დოკუმენტის ფორმით)
  • ცნობა თანადაფინანსების შესახებ GEO/ENG (დანართი №6, პროექტის რეგისტრაციისას იტვირთება GMUS - ში PDF დოკუმენტის ფორმით)
  • ცნობა მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და მისი გამოყენების შესახებ(დანართი №7, პროექტის რეგისტრაციისას იტვირთება GMUS - ში PDF დოკუმენტის ფორმით)
  • შეთანხმება საავტორო უფლებების შესახებ(დანართი №8, პროექტის რეგისტრაციისას იტვირთება GMUS - ში PDF დოკუმენტის ფორმით)
  • გეგმა-გრაფიკი (დანართი №9) - ივსება GMUS-ში
  • ბიუჯეტი და ბიუჯეტის დასაბუთება (დანართი №10) - ივსება GMUS-ში
  • განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ (დანართი №11) - გენერირდება GMUS-დან პროექტის რეგისტრაციის შემდეგ

ელექტრონული რეგისტრაციის ბმული

გრანტების მართვის ერთიანი სისტემა (GMUS) - პროექტების რეგისტრაციისათვის (ბმული)

ელექტრონული რეგისტრაციის ინსტრუქცია (ბმული)

მნიშვნელოვანი ინფორმაცია განმცხადებლებისთვის:

  • პროექტის მოსამზადებლად აუცილებელია დეტალურად გაეცნოთ როგორც მინისტრის ბრძანებას, ასევე დირექტორის ბრძანებით დამტკიცებულ პირობებსა და შესაბამის დანართებს;
  • ჩატარდება მხოლოდ ჯგუფური კონსულტაციები;
  • დამატებითი კითხვები გამოაგზავნეთ ელ. ფოსტაზე spf@rustaveli.org.ge

კონკურსის კოორდინატორი:

ქეთევან გორგაძე

პროგრამული საკითხები - 2 200 220 (4402) – 568 88 37 57

 

კონსულტანტები ფინანსურ საკითხებში:

ზურაბი აბრამიშვილი 2 200 220 (4023)

ირაკლი იაშვილი 2 200 220 (4015)

გისურვებთ წარმატებებს!