შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ფონდი აცხადებს 2026 წლის შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის პრემიის კონკურსს - “ქალები მეცნიერებაში“ - განსაკუთრებული მიღწევებისათვის ფიზიკის მეცნიერებების მიმართულებით

 

აბრევიატურა WST

კონკურსის მიზანი

 

კონკურსის მიზანია გამოავლინოს და წაახალისოს ფიზიკის მეცნიერებების მიმართულებით მოღვაწე  გამორჩეულად წარმატებული მეცნიერი ქალი.

საკონკურსო განაცხადის ტიპი: ინდივიდუალური

კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი:

 

2026 წლის 2 ოქტომბერი - 26 ოქტომბერი 2026 წელი 18:00 საათამდე - განაცხადების რეგისტრაცია ელექტრონულ ბაზაში - http://gmus.rustaveli.org.ge

2026 წლის 26 ოქტომბრის 16:00 საათამდე- ფონდის კანცელარიაში რეგისტრაცია - კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების მატერიალური ფორმით წარდგენა;

ნოემბერი - ტექნიკური ექსპერტიზა - რეგისტრირებული განაცხადების კონკურსის პირობებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა; 

ნოემბერი - შუალედური შედეგების გამოქვეყნება - ინფორმაცია კონკურსის პირობების დარღვევით წარმოდგენილი განაცხადების მოხსნის შესახებ;

ნოემბერი/დეკემბერი - საკონკურსო განაცხადების შეფასება;

ნოემბერი/დეკემბერი - გამარჯვებულის გამოვლენა.

 

ჯგუფური საკონსულტაციო შეხვედრა:

08 ოქტომბერი; 15 ოქტომბერი - 11:00 სთ - ჯგუფური ონლაინ კონსულტაცია

 

კონკურსის მარეგულირებელი დოკუმენტები:

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2026 წლის 1 ოქტომბრის N1371321 ბრძანება

 

პროექტის მომზადებისათვის საჭირო მასალები და დანართები

  • კონკურსის პირობები (დანართი N1)
  • კრებსითი ინფორმაცია კონკურსის შესახებ (დანართი N2, ივსება GMUS-ში)
  • სამოტიცაციო წერილი (დანართი N3), იტვირთება GMUS-ში)
  • პროფესიული ბიოგრაფია (დანართი N4, გენერირდება GMUS-დან და იტვირთება რეგისტრაციისას)
  • განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ - გენერირდება GMUS-დან

 

ელექტრონული რეგისტრაციის ბმული

 

გრანტების მართვის ერთიანი სისტემა (GMUS) - პროექტების რეგისტრაციისათვის (ბმული)

 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია განმცხადებლებისთვის:

 

  • განაცხადის მოსამზადებლად აუცილებელია დეტალურად გაეცნოთ ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანებით დამტკიცებულ პირობებსა და შესაბამის დანართებს;
  • ჩატარდება მხოლოდ ჯგუფური კონსულტაცია;
  • დამატებითი კითხვების შემთხვევაში, შესაძლებელია შეკითხვების გამოგზავნა ელ. ფოსტაზეwst@rustaveli.org.ge  

 

კონკურსის კოორდინატორი:  

 

ნათელა პაპავა  +(995 32) 2 200 220 (44 06)

 

შორენა დარჩიაშვილი +(995 32) 2 200 220 (40 24)

ელექტრონული ფოსტა: wst@rustaveli.org.ge  

 

ფონდი გისურვებთ წარმატებებს!