შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ფონდი აცხადებს ახალგაზრდა მეცნიერთათვის სტიპენდიის მოსაპოვებლად კონკურსს

 

კონკურსის აბრევიატურა YSS

 

კონკურსის მიზანი

ახალგაზრდა მეცნიერთათვის სტიპენდიის მოსაპოვებლად კონკურსის მიზანია მეცნიერების პოპულარიზაციისათვის ახალგაზრდა მეცნიერთა წახალისება, რომლებიც ეწევიან სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას საქართველოს სამეცნიერო-კვლევით ან ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

 

კონკურსის ადმინისტრირება 

2022 წლის 1 აგვისტოდან 30 აგვისტოს 18:00 საათამდე – პროექტების ელექტრონული რეგისტრაცია GMUS-ში;

2022 წლის 2022 წლის 5 სექტემბრის 18:00 საათამდე – კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენა ფონდის კანცელარიაში;

სექტემბერი - ტექნიკური ექსპერტიზა - რეგისტრირებული განაცხადების კონკურსის პირობებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა; შუალედური შედეგების გამოქვეყნება;

სექტემბერი - პროექტების შეფასება საკონკურსო კომისიის მიერ.

 

კონკურსის მარეგულირებელი დოკუმენტები

  • შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2022 წლის 29 ივლისის N144 ბრძანება
  • ცვლილება ფონდის გენერალური დირექტორის 2022 წლის 29 ივლისის N 144 ბრძანებაში (2022 წლის 11 აგვისტოს №157 ბრძანება).

 

საკონკურსო განაცხადის მომზადებისათვის საჭირო მასალები და დანართები

  • კონკურსის წესი - დანართი 1
  • კრებსითი ინფორმაცია - დანართი 2 (ივსება GMUS- ში)
  • პროფესიული ბიოგრაფია CV - დანართი 3 (გერერირდება GMUS - დან) 
  • სამეცნიერო ნაშრომები - დანართი 4
  • სამოტივაციო წერილი - დანართი 5
  • განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ - დანართი 6 (გენერირდება GMUS - დან) 

 

ელექტრონული რეგისტრაციის ბმული

გრანტების მართვის ერთიანი სისტემა (GMUS) - პროექტების რეგისტრაციისათვის (ბმული)

 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია განმცხადებლებისთვის:

  • განაცხადის მოსამზადებლად აუცილებელია დეტალურად გაეცნოთ დირექტორის ბრძანებით დამტკიცებულ წესს და შესაბამის დანართებს;
  • დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია შეკითხვების გამოგზავნა ელ. ფოსტით yss@rustaveli.org.ge 22/08/2022-მდე. 

კოორდინატორები:

ეკატერინე მიქაუტაძე - პროგრამული საკითხები

საკონტაქტო ნომერი: 591017610 (დარეკეთ მხოლოდ სამუშაო საათებში)

საკონტაქტო ელექტრონული ფოსტა: yss@rustaveli.org.ge

 

ფონდი გისურვებთ წარმატებებს!