შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ფონდი აცხადებს ფონდისა და ჰელმჰოლცის ცენტრის (იულიხის კვლევითი ცენტრი (FZJ), ჰელმჰოლცის დრეზდენ-როზენდორფის ცენტრი (HZDR) და ჰელმჰოლცის მძიმე იონის კვლევის ცენტრი (GSI)) 2026 წლის ერთობლივ საგრანტო კონკურსს!

 

ფონდისა და ჰელმჰოლცის  ცენტრის ( იულიხის კვლევითი ცენტრი (FZJ), ჰელმჰოლცის დრეზდენ-როზენდორფის ცენტრი (HZDR) და ჰელმჰოლცის მძიმე იონის კვლევის ცენტრი (GSI)) ერთობლივი საგრანტო კონკურსი მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისთვის.

კონკურსის აბრევიატურა   GHZ

 

კონკურსის მიზანი

 

სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის ჰელმჰოლცის ცენტრის (იულიხის კვლევითი ცენტრი (FZJ), ჰელმჰოლცის დრეზდენ-როზენდორფის ცენტრი( HZDR) და ჰელმჰოლცის მძიმე იონის კვლევის ცენტრი (GSI)) ერთობლივი საგრანტო პროგრამის მიზანია შესაძლებლობა მისცეს ქართველ სტუდენტებს შეასრულონ მათ სამაგისტრო/სადოქტორო ნაშრომთან დაკავშირებული კვლევები, როგორც ფუნდამენტური, ასევე გამოყენებითი მიმართულებით, მსოფლიოში ცნობილ ჰელმჰოლცის ცენტრის ბაზაზე. ამასთან, პროგრამამ ხელი უნდა შეუწყოს გერმანულ მხარეს, მიიზიდოს საქართველოს უნივერსიტეტებიდან საუკეთესო სტუდენტები და ჩართოს ისინი სამაგისტრო/სადოქტორო პროგრამების ფარგლებში მიმდინარე სამეცნიერო საქმიანობაში.

საპროექტო განაცხადი ტიპი:     ინდივიდუალური

 

კონკურსის ძირითადი პირობები

 

კონკურსში მონაწილეობა და გრანტის მიღება შეუძლია  მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტიდან, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტიდან, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან ან საქართველოს სხვა უნივერსიტეტიდან (ცენტრთან ურთიერთშეთანხმებით);

 

ჰელმჰოლცის ცენტრისა ( იულიხის კვლევითი ცენტრი (FZJ), ჰელმჰოლცის დრეზდენ-როზენდორფის ცენტრი( HZDR) და ჰელმჰოლცის მძიმე იონის კვლევის ცენტრი ( GSI) ) და ფონდის მიერ დაფინანსებულ პირებს საშუალება ექნებათ ცენტრში სტაჟირების ფარგლებში განახორციელონ სამაგისტრო/სადოქტორო ნაშრომების მომზადებასთან დაკავშირებული კვლევები და ასევე, ითანამშრომლონ ჰელმჰოლცისა და გერმანიის სხვა სამეცნიერო ცენტრების თუ უნივერსიტეტების მეცნიერებთან შემდეგ სამეცნიერო სფეროებში:

1) მათემატიკური მეცნიერებები;

2) საინფორმაციო ტექნოლოგიები;

3) საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;

4) საინჟინრო მეცნიერებები;

5) სიცოცხლის შემსწავლელი და სამედიცინო მეცნიერებები.

მაგისტრანტებისათვის:

დაფინანსებული სამეცნიერო სტაჟირების ხანგრძლივობა შესაბამისობაში უნდა იყოს საქართველოს უნივერსიტეტებში მათი მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის კურიკულუმთან;

კვლევითი სტაჟირებისათვის ყოველთვიური ანაზღაურება (სტიპენდია) შეადგენს 934 ევროს ექვივალენტს ლარში.

დოქტორანტებისათვის:

დაფინანსებული სამეცნიერო სტაჟირების ხანგრძლივობა განისაზღვრება 3 წლამდე ვადით;

კვლევითი სტაჟირებისათვის ყოველთვიური ანაზღაურება (სტიპენდია) შეადგენს 1468 ევროს ექვივალენტს ლარში;

 

დაფინანსების 50%-ს ფარავს ფონდი, 50%-ს ჰელმჰოლცის ცენტრი ( იულიხის კვლევითი ცენტრი (FZJ), ჰელმჰოლცის დრეზდენ-როზენდორფის ცენტრი (HZDR) და ჰელმჰოლცის მძიმე იონის კვლევის ცენტრი ( GSI))

 

კონკურსში პროექტის რეგისტრაცია ხორციელდება ორ ეტაპად:

 

ა) ელექტრონული რეგისტრაცია – 2026  წლის 20 ოქტომბრიდან - 16 ნოემბრის 16:00 საათამდე, გრანტების მართვის ერთიან სისტემაში: gmus.rustaveli.org.ge 

ბ) რეგისტრაცია ფონდის კანცელარიაში - „განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ“ წარდგენა  – 2026 წლის  18 ნოემბრის  18:00 საათამდე.

 

კონკურსის მარეგულირებელი დოკუმენტები:

 

პროექტის მომზადებისათვის საჭირო დანართები და მასალები

კონკურსის პირობები - (დანართი 1)

კრებსითი ინფორმაცია - თავფურცელი (ნიმუში- დანართი 2, ივსება GMUS-ში.

კონკურსში მონაწილის ბიოგრაფია (CV) (ნიმუში - დანართი 3, GMUS-ის ფორმატი)

„განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ“ (ნიმუში -დანართი 4)

 

საგრანტო კონკურსში თითოეულ მონაწილეს შეუძლია მხოლოდ ერთი პროექტის წარმოდგენა.

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კონკურსის კოორდინატორს:

ანა ფოლოდაშვილი - პროგრამული საკითხები - 2 200 220 (4018) ელ.ფოსტა: apolodashvili@rustaveli.org.ge

ფინანსური კონსულტანტები:

ავთანდილ ჯარიაშვილი 2 200 220 (4445) jariashvili@rustaveli.org.ge

დოდო ტალახაძე 2 200 220 (4307) talakhadze@rustaveli.org.ge

 

ფონდი გისურვებთ წარმატებებს!