შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ფონდი აცხადებს „მეცნიერება იწყება სკოლიდან – კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“ 2017 წლის კონკურსს

კონკურსის მიზანია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთა განათლების ხარისხის ამაღლება, განათლებისა და კვლევების დაახლოება, კვლევების ინტეგრირება სწავლის პროცესში; კვლევების პოპულარიზაციის გზით სკოლის მოსწავლეთა დაინტერესება მეცნიერებით; მოსწავლეთა შორის კვლევითი უნარების გამომუშავების ხელშეწყობა; მასწავლებელთა მოტივაციის ამაღლება  მოსწავლეთა კვლევებში ჩასართავად;  მეცნიერთა, მათ შორის, ახალგაზრდა მეცნიერთა (მაგისტრანტთა და დოქტორანტთა), ინტერესის გაზრდა სასკოლო პროცესში მონაწილეობისათვის;  სასწავლო პროცესში ისეთი სიახლეების დანერგვა, რომლებიც ხელს შეუწყობს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების  მუშაობის ეფექტიანობის გაზრდას, დაეხმარება  მოსწავლეს, გაიაზროს ამა თუ იმ საგნის მნიშვნელობა, რაც გაზრდის  მის დაინტერესებას მეცნიერებისადმი.

კონკურსში პროექტების შემოტანა შესაძლებელია შემდეგ  სამეცნიერო მიმართულებებში:        

ა) მათემატიკა;

ბ) ინფორმატიკა;

გ) ფიზიკა;

დ) ქიმია;

ე) სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები;

ვ) დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები;

ზ) ეკოლოგია;

თ) ინჟინერია და ტექნოლოგიები;

ი) აგრარული მეცნიერებანი. 

კონკურსში   პროექტის   შეტანა    შეუძლია   საჯარო სკოლას/სკოლებს.

საჯარო სკოლის მხრიდან პროექტის ხელმძღვანელი უნდა იყოს საჯარო სკოლის VIII – XII კლასებში მომუშავე მოქმედი მასწავლებელი.

კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი პროექტები უნდა ითვალისწინებდეს საჯარო სკოლის მოსწავლეთა აქტიური  მონაწილეობით კონკრეტული სამეცნიერო საკითხის/პრობლემის კვლევას; კვლევაში ჩართული მოსწავლეები უნდა სწავლობდნენ VIII, IX, X, XI ან/და XII კლასებში. პროექტში შესაძლებელია საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად კერძო სკოლის მოსწავლეთა ჩართვაც.

პროექტში დაგეგმილი კვლევის ხანგრძლივობა უნდა იყოს 24 სამუშაო კვირა, რომელიც არ უნდა მოიცავდეს სასკოლო არდადეგებს.

პროექტის ბიუჯეტის შესაბამისად ფონდიდან მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 12 000 ლარს.

კონკურსის ადმინისტრირების განრიგი

კონკურსის გამოცხადება  2017 წლის 24 მარტი;  

ჯგუფური კონსულტაციები ფონდის საკონფერენციო დარბაზში:

ელექტრონული ფოსტით შეკითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა 2017 წლის 5 მაისი.

ელექტრონულ ფოსტაზე საკონკურსო დოკუმენტაციის  გამოგზავნის   ბოლო ვადა - 2017 წლის 23 მაისი 16:00 სთ. 

ფონდის კანცელარიაში კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარმოდგენის ბოლო ვადა 2017 წლის 25 მაისი  16:00 სთ.

კონკურსის პირველ ეტაპზე გადასული პროექტების ვებგვერდზე განთავსება 2017 წლის  15 ივნისამდე;

მეორე ეტაპზე გადასული პროექტების საკონკურსო კომისიასთან პრეზენტაციები ფონდში 2017 წლის 15-26 ივნისის პერიოდში;

კონკურსის შედეგების გამოცხადება და საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმება 2017 წლის ივნისის ბოლომდე. 

დეტალური ინფორმაცია კონკურსის წესებისა და პირობების შესახებ იხილეთ შემდეგ დოკუმენტებში:

მინისტრის ბრძანება 

ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება 

ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დანართი 1. კონკურსის პირობები

დანართი 2. საპროექტო წინადადება 

დანართი 3. პროექტის რეზიუმე ქართულ და ინგლისურ ენებზე 

დანართი 4. კრებსითი ინფორმაცია პროექტის შესახებ

დანართი 5. პროფესიული ბიოგრაფია (cv) ქართულ ენაზე

დანართი 6. პროექტის  გეგმა-გრაფიკი 

დანართი 7. პროექტის ბიუჯეტი 

დანართი 8. განცხადება ,,2017 წლის სახელმწიფო  გრანტების კონკურსი „მეცნიერება იწყება სკოლიდან –  კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“ კონკურსში მონაწილეობის შესახებ

დანართი 9. ფონდის საგრანტო პროექტების საბიუჯეტო კლასიფიკატორი

ხშირად დასმული კითხვები

პროექტი უნდა მომზადდეს დამტკიცებული ფორმების დაცვით!

კონკურსზე წარმოდგენილ პროექტს თან უნდა ერთოდეს შემდეგი დოკუმენტები:

  • საჯარო სკოლის მასწავლებლის, მეცნიერის და პროექტის ასისტენტის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები (პირადობის მოწმობა, ან პასპორტი, მოქმედების ვადა არ უნდა იყოს გასული);
  • მეცნიერის დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხის- დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები;
  • პროექტის ასისტენტის ცნობა სასწავლო ადგილიდან;
  • ორგანიზაციის (როგორც საჯარო სკოლის, ასევე სხვა იურიდიული პირის), ან ფიზიკური პირის თანხმობის წე­რი­ლი, სადაც დადასტურებულ იქნება შესაბამისი იურიდიული / ფიზიკური პირის მზად­ყოფნა, რომ პროექტის ჯგუფისთვის  ხელმისაწვდომი გახადოს საკუ­თა­რი ინფრასტრუქტურა (ბიბლიოთეკა, ლაბორატორიული, კომპიუტერული ბაზა, საკონფერენციო დარბაზი, და ა.შ.);
  • პროექტის წარმომდგენი საჯარო სკოლის/სკოლების, პროექტის ხელმძღვანელის - მასწავლებლის, პროექტში ჩართული მეცნიერისა და პროექტის ასისტენტის საბანკო რეკვიზიტები;
  • ცნობა პროექტის თანადაფინანსების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესაბამისი თანხისა და დაფინანსების მიზნობრიობის მითითებით, დადასტურებული უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და შესაბამისი იურიდიული პირის ბეჭდით. კერძო პირის მხრიდან თანადაფინანსების არსებობის შემთხვევაში, საკმარისია, წერილზე შესაბამისი პირის ხელმოწერა და დეტალური საკონტაქტო ინფორმაციის მითითება.
  • ცნობა თანადაფინანსების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესაბამისი თანხის მითითებითა და უფლებამოსილი პირის ხელმოწერით დადასტურებული.

 

კონკურსთან დაკავშირებული ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მიმართოთ პროგრამის კოორდინატორებს:  

მაკა ქაჯაია , ელ.ფოსტა: kajaia@rustaveli.org.ge,   ტელ. 2200220(4409)

ნოდარ კილაძე , ელ.ფოსტა kiladze@rustaveli.org.ge

2017 წლის 16 მაისიდან  19 მაისის ჩათვლით კონკურსთან  დაკავშირებული ინფორმაციისთვის  მიმართეთ ფონდის სამეცნიერო გრანტებისა და პროგრამების უზრუნველყოფის, შეფასებისა და ანალიზის დეპარტამენტის მთავარ სპეციალისტს თამარ ხახუტაშვილს ელ-ფოსტა: khakhutashvili@rustaveli.org.ge

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი გისურვებთ წარმატებებს!