შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ფონდი აცხადებს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის „საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების“ ერთობლივი კვლევითი პროგრამის 2026 წლის საგრანტო კონკურსს

 

 

კონკურსის სახელწოდება

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის „საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების“ ერთობლივი კვლევითი პროგრამის საგრანტო კონკურსი

კონკურსის აბრევიატურა:  UO GSP

კონკურსის მიზანი

ა)  საქართველოს შემსწავლელ მეცნიერებებში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი თანამედროვე დარგობრივი და ინტერდისციპლინური კვლევების განვითარება და პოპულარიზაცია საერთაშორისო ასპარეზზე;

ბ)   ახალგაზრდა მკვლვართა მოზიდვა და მათი სამეცნიერო პოტენციალის ზრდა, ქვეყნის ისტორიის, კულტურის, დამწერლობის, ენისა და ლიტერატურის, არქეოლოგიისა და ხელოვნების, რელიგიის, სოციალურ - ეკონომიკური, პოლიტიკური ტრანსფორმაციის თანამედროვე კვლევების შედეგების გავრცელება საერთაშორისო აკადემიურ ქსელში;

გ) საქართველოსა და რეგიონის შემსწავლელი თანამედროვე კვლევების გამოყენებით თანამშრომლური კონტაქტებისა და კვლევითი კონსორციუმების ჩამოყალიბება, მრავალმხრივი, მდგრადი საერთაშორისო თანამშრომლობის უზრუნველყოფა.

 

საპროექტო განაცხადის ტიპი   ინდივიდუალური

კონკურსის ძირითადი პირობები

  1. კონკურსის ფარგლებში ფინანსდება კვლევითი პროექტები ოქსფორდის უნივერსიტეტის ქვეყანათმცოდნეობის ინტერდისციპლინური კვლევების სკოლის, რუსეთისა და აღმოსავლეთ ევროპის კვლევების განყოფილებისყველა სამეცნიერო მიმართულებაში, რომელიც ეხება საქართველოს: ანთროპოლოგია, სოციოლოგია, ეკონომიკა, პოლიტიკა, საერთაშორისო ურთიერთობები, ისტორია, ხელოვნება, რელიგია, საზოგადოება და კულტურა, ასევე, ბოდლეინის ბიბლიოთეკაში, ოლივერ და მარჯორი უორდროპების კოლექციის კვლევას.
  2. კონკურსის შედეგად შესაძლოა დაფინანსდეს 2 კვლევითი პროექტი, ერთი პროექტი - სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებებში და მეორე პროექტი - ბოდლეინის ბიბლიოთეკის არქივში ოლივერ და მარჯორი უორდროპების კოლექციაზე მუშაობისათვის.
  3. სოციალური და ჰუმანიტარული კვლევების მიმართულებით კონკურსში პროექტის წარმოდგენის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირს, რომელსაც დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი მინიჭებული აქვს საგრანტო პროექტის დაწყებამდე, არაუადრეს 2020 წლის იანვრისა (2026 წლის იანვარი). ხოლო უორდროპის კოლექციების კვლევების მიმართულებით კონკურსში პროექტის წარმოდგენის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირს, რომელსაც მინიჭებული აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.
  4. თითოეული კვლევითი პროექტისთვის ფონდის საგრანტო დაფინანსება შეადგენს 30 000 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგის ეკვივალენტს ლარში.
  5. საგრანტო დაფინანსება მოიცავს შემდეგ ხარჯვით კატეგორიებს:

ა) მიწვეული მკვლევრის სტიპენდია - 20 000 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგის ეკვივალენტი ლარში;

ბ) პროექტის განხორციელების ადმინისტრაციული ხარჯი - 10 000 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგის ეკვივალენტი ლარში.

 

კონკურსის ადმინისტრირება:

  • პროექტის ელექტრონული რეგისტრაცია – 2026  წლის 28 ივლისიდან  -  25 აგვისტოს  16:00 საათამდე;
  • ფონდის კანცელარიაში განცხადების წარდგენა – 2026 წლის 4 სექტემბრის 18:00 საათამდე;
  • რეგისტრირებული პროექტების კონკურსის პირობებთან შესაბამისობის დადგენა;
  • პროექტების შეფასება ფონდისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის ერთობლივი კომისიის მიერ (საკონკურსო დოკუმენტაციის შეფასება, გასაუბრება);
  • კომისიის მიერ გამარჯვებულად გამოვლენილი პროექტების დამტკიცება ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;
  • საგრანტო ხელშეკრულების გაფორმება

 

კონკურსის მარეგულირებელი დოკუმენტები

 

პროექტის მომზადებისათვის საჭირო დანართები და მასალები

  • კონკურსის პირობები - დანართი 1
  • კრებსითი ინფორმაცია პროექტის შესახებ - ივსება GMUS-ში, ნიმუში - დანართი 2
  • საპროექტო წინადადება - დანართი 3 (GEO/ENG)
  • მიწვეული მკვლევრის პროფესიული ბიოგრაფია (CV) - ნიმუში - დანართი 4

 

ელექტრონული რეგისტრაციის ბმულები

გრანტების მართვის ერთიანი სისტემა - პროექტების რეგისტრაციისათვის ბმული

ელექტრონული რეგისტრაციის ინსტრუქცია ბმული:

 

ონლაინ  საინფორმაციო შეხვედრები (შეხვედრის განრიგი და ბმულები განთავსდება მოგვიანებით):

 

კოორდინატორი:

მარიამ ბეციაშვილი

ელ-ფოსტა: mbetsiashvili@rustaveli.org.ge

ტელ:  +(995 32) 2 200 220 (4301)

 

ანა ფოლოდაშვილი  

ელ-ფოსტა: apolodashvili@rustaveli.org.ge

ტელ:  +(995 32) 2 200 220 (4018)

 

ფონდი გისურვებთ წარმატებებს!