შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ევროკომისიის მიერ დაფინანსებული კონკურსის შესახებ

HPC- Europa (ევროპის მაღალტექნოლოგიური კომპიუტერული პროგრამა) (HPC-Europa) - არის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროგრამა, რომელიც საშუალებას აძლევს მკვლევრებს განახორციელონ კვლევითი ვიზიტები თავიანთ სფეროში დეპარტამენტებთან თანამშრომლობის განვითარების მიზნით. განაცხადების წარდგენა შეუძლიათ ნებისმიერი სფეროს მკვლევარებს, ერთი სავალდებულო მოთხოვნით - მაღალტექნოლოგიური კომპიუტერული ტექნოლოგიის გამოყენების საჭიროებით. განაცხადების წარდგენა შესაძლებელია ქვე-პროგრამაზე „Regional Access”, რომლის ფარგლებშიც კვლევითი ვიზიტების განხორციელება შესაძლებელია საბერძნეთში მასპინძელ ორგანიზაციებსა და დეპარტამენტებში. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 17 მაისი (23:59 CET). კვლევითი ვიზიტი შესაძლოა გაგრძელდეს 3 კვირიდან 3 თვემდე.

ყურადსაღებია, რომ პროგრამა ანაზღაურებს მოგზაურობისა და საცხოვრებელ ხარჯებს.

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ მკვლევარებს არამხოლოდ ევროკავშირის წევრი, არამედ ახლად ასოცირებულ ქვეყნების წარმომადგენლებს (მათ შორის საქართველოს). აღსანიშნავია, რომ  სწორედ აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპის ქვეყნები იქნებიან წახალისებული კონკურსის ფარგლებში, რომელთაც არ აქვთ, ან მცირე გამოცდილება აქვთ მაღალტექნოლოგიური კომპიუტერული სისტემების კუთხით. განაცხადების წარდგენა შესაძლებელია ელექტრონულად. დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიოთ ვებგვერდს.  ონლაინ განაცხადის ფორმა შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.