ფონდი ავრცელებს ინფორმაციას იაპონელი მეცნიერების საძიებო სისტემის შესახებ
Researchmap წარმოადგენს იაპონიაში არსებული უნივერსიტეტებისა და საჯარო დაწესებულებების, კვლევითი ინსტიტუტების და მკვლევარების შესახებ არსებულ მონაცემთა ბაზას. აღნიშნული საძიებო სისტემა განიხილება, როგორც მკვლევართა შესახებ ინფორმაციის ყველაზე დიდი მონაცემთა ბაზა იაპონიაში.
ბაზა საშუალებას აძლევს მომხმარებლებს შექმნას პერსონალური გვერდი და საერთო ქსელში ჩართვით ითანამშრომლოს საერთაშორისო მკვლევარებთან.
Researchmap-ის საშუალებით მომხმარებლებს შეუძლიათ მოიძიონ მკვლევარები სამეცნიერო მიმართულების, ორგანიზაციებისა და სიტყვა-გასაღების მიხედვით.
პროექტი ხორციელდება ინფორმატიკის ეროვნული ინსტიტუტის მიერ (NII) 2009 წლის შემდეგ.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს