შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ფონდი იწყებს საჯარო სამეცნიერო ლექციების ციკლს სკოლის მოსწავლეებისთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, მეცნიერების პოპულარიზაციის კუთხით იწყებს საჯარო სამეცნიერო პოპულარული ლექციების  ციკლს სკოლის მოსწავლეთათვის.

მეცნიერების პოპულარიზაციის პროგრამის  ფარგლებში, რომლის დევიზია ,,მეცნიერება იწყება სკოლიდან”   ფონდი მიზნად ისახავს ახალგაზრდა, წარმატებული ახალგაზრდა მეცნიერების მიერ, მეცნიერების სხვადასხვა დარგში მოსწავლეებისთვის საჯარო ლექციების ჩატარებას.

ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის ავტორები, უცხოეთში სამეცნიერო კვლევითი სტაჟირებიდან დაბრუნების შემდეგ, სკოლის მოსწავლეებს გაუზიარებენ მეცნიერებაში მიმდინარე სიახლეებს.

ნოემბრის თვეში ჩასატარებელი საჯარო ლექციების განრიგი იხილეთ ბმულზე.