ფონდის გენერალური დირექტორი თეიმურაზ დოჭვირი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს რუსლან აბაშიძეს შეხვდა
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა, თეიმურაზ დოჭვირმა უმასპინძლა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, რუსლან აბაშიძეს.
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა თეიმურაზ დოჭვირმა აღნიშნა, რომ რუსთაველის ფონდი ახორციელებს და მომავალშიც მხარს დაუჭერს მსგავსი მიმართულების მნიშვნელოვან პროექტებს, რომლებიც საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და მსოფლიო კულტურულ და სამეცნიერო სივრცეში საქართველოს ღირსეული ადგილის დამკვიდრებას ემსახურება.
რუსლან აბაშიძემ ისაუბრა აფხაზეთის მთავრობის მიერ განხორციელებულ პროექტებზე და პრიორიტეტულ მიმართულებებზე. განსაკუთრებით აღნიშნა ქართულ-აფხაზური ურთიერთობების, საერთო კულტურული მემკვიდრეობისა და ფასეულობების სათანადოდ შესწავლის, თავმოყრისა და მათი მომავალი თაობებისთვის გადაცემის, ახლად მოძიებული ისტორიული ფაქტებისა და მდიდარი საარქივო დოკუმენტების მნიშვნელობა. საუბარი ასევე შეეხო აფხაზეთის მთავრობის სამომავლო გეგმებსა და ინიციატივებს.
შეხვედრას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი მანანა ქვაჩახია ესწრებოდა.
დასასრულს დაიგეგმა უწყებებს შორის სამომავლოდ განსახორციელებელი ერთობლივი ღონისძიებები.