შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ფონდის გენერალური დირექტორი საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო

1მაისს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ზვიად გაბისონია  საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაესწრო უმაღლესი სასწავლებლის  "ნიუ უნივერსითის" მიერ ორგანიზებულ კონფერენციას  " მეცნიერებისა და განათლების თანამედროვე გამოწვევები და პერსპექტივები".

კონფერენციის მიზანი იყო სხვადასხვა ქვეყნისა და საქართველოს სასწავლებლების მეცნიერ-პედაგოგების გამოცდილებისა და ინოვაციების ურთიერთგაზიარება განათლების  სფეროში.

აღნიშნულ კონფერენციაზე ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ზვიად გაბისონია მოხსენებით წარსდგა საზოგადოების წინაშე.  მან ისაუბრა მეცნიერების მიმართულებით დაგეგმილ ცვლილებებზე, ფონდის ინიციატივებსა და 2019 წელს განხორციელებულ და  განსახორციელებელ მასშტაბურ პროექტებზე.