ფონდის გენერალური დირექტორის თეიმურაზ დოჭვირის შეხვედრა გებჰარდ როილთან
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა თეიმურაზ დოჭვირმა შეხვედრა გამართა გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის რეგიონული ოფისის დირექტორთან გებჰარდ როილთან.
შეხვედრაზე მხარეებმა ხელი მოაწერეს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) ერთობლივი „Rustaveli-DAAD“-ის სასტიპენდიო პროგრამის განხორციელების შესახებ ყოველწლიურ დოკუმენტს.