შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ფონდის გენერალური დირექტორის შეხვედრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

2019 წლის 25 თებერვალს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ზვიად გაბისონია და გენერალური დირექტორის მოადგილე ნინო გაჩეჩილაძე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ესტუმრნენ. შეხვედრას თსსუ რექტორი პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი მეცნიერების მიმართულებით რიმა ბერიაშვილი და აკადემიური პერსონალი  ესწრებოდნენ.

შეხვედრა მიზნად ისახავდა, განათლების რეფორმის ფარგლებში, მეცნიერების მიმართულებით არსებული მდგომარეობის, გამოწვევებისა და სამომავლო პერსპექტივების გაცნობას.

ფონდის დირექტორმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა  მეცნიერების მიმართულებით დაგეგმილი ცვლილებები, ისაუბრა ფონდის ახალ პროექტებზე, ინიციატივებსა და 2019 წელს განსახორციელებელ გეგმებზე. რუსთაველის ფონდი აგრძელებს შეხვედრებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სამეცნიერო კვლევითი დაწესებულებების წარმომადგენლებთან.